საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბრის ძირითადი თემები იყო გლობალურად პანდემიის კუთხით არსებული ვითარება, ეპიდემიასთან ბრძოლის პროცესში საქართველოს მთავრობის ეფექტური ძალისხმევა და ჯანმრთე...
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ საზოგადოებას სამინისტროს 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. წლიური საქმიანობის შეჯამებისას მინისტრმა პენიტენციურ სისტემაზეც ისაუბრა. "პენიტენციური სისტემის ძირითადი გამჭოლი ხაზი ეს არის რეფორმები, რომლებიც კვლავაც ემყარება ადამიანის უფლებებზე დაფუ...
ბოდბელ მთავარეპისკოპოსს, მიტროპოლიტ იაკობს კორონავირუსი დაუდასტურდა. იგი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. ინფორმაციას მიტროპოლიტ იაკობის COVID-19-ით ინფიცირები შესახებ შესახებ კლინიკაშიც ადასტურებენ.
მარნეულში 23 წლის ექიმი, რომელმაც Covid-19 გადაიტანა, გარდაიცვალა. ინფორმაციას რადიო "მარნეული" ავრცელებს. რადიოს ინფორმაციით, "ავერსის" კლინიკაში 23 წლის ექიმი, სავარაუდოდ, თრომბოემბოლიით გარდაიცვალა. როგორც იუწყებიან, ექიმმა კორონავირუსი ცოტა ხნის წინ გადაიტანა და გამოჯანმრთელების შემდეგ სამსახურში დაბ...
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე იუსტიციის სახლის თანამშრომლებს დისტანციური ტრენინგი ჩაუტარა. სამსახურის მიერ საჯარო მოხელეების აქტიური გადამზადების მიზანი მათი კვალიფიკაციის ამაღლების გზით, ადამიანის პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფაა. საჯარო...
აჭარული სამზარეულოს საიმიჯო რგოლის შემდეგ ონლაინ სივრცეში, უკვე ქობულეთური სამზარეულოს ვიდეორგოლი გამოჩნდა. კლიპი, რომელშიც ამ კუთხისთვის დამახასიათებელი უგემრიელესი კერძები და დესერტია წარმოჩენილი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ქობულეთური სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით გადაიღო. რგოლში წარმოდგენილი კერძები -...
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ზურაბ საჩიშვილი მოკლეს. დაჭრილია თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ბერძენაშვილიც. პროკურატურამ კახეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ვან...
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონა...
საქართველოში კორონავირუსის 1 784 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 119 ადამიანი გამოჯანმრთელ...
პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 64 ფიზიკური პირი დააჯარიმა. შსს-ის ინფორმაციით, დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევ...
24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 433 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11...
საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ უძრავი ქონების აგენტი ტრანსგენდერ ქალს დისკრიმინაციული მოტივით ბინის მიქირავებაზე უარს ეუბნებოდა, ასევე მის მიმართ აგრესიულად იყო განწყობილი. ტრანსგენდერი ქალის ინეტერესებს “თანასწორობის მოძრაობა” იცავდა. ორგანიზაციის იურისტმა ტრანსგენდერი ქალის სახელ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ჯ.ე. დააკავეს. მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის და ...
დღეს რომ ჩატარდეს არჩევნები, "ქართული ოცნება" არათუ 48%-ს, მე ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო მეტს მიიღებდა. განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პოსტივის ეთერში. კობახიძის განცხადებით, მას ამის თქმის საშუალებას ის აძლევს, რომ ოპოზიციის ელექტორატის რაოდენობა იკლებს. "ეს რაოდენობები [ოპოზიცი...
თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, შეიცვალა ქვეყანაში უცხოეთიდან შესვლის რიგი წესები და პირობები: 2020 წლის 28 დეკემბრიდან საჰაერო გზით, ხოლო 2020 წლის 30 დეკემბრიდან სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით თურქეთის ტერიტორიაზე შესვლისას, უცხო ქვეყნების მოქალაქე...