კანონს ვერ გადავაბიჯებთ. დემოკრატიული სახელმწიფოს აქამდე ნაშენები ნაგებობა დაგვენგრევა, - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა, ბექა ოდიშარიამ "მთავარ არხთან" საუბრისას, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხთან დაკავშირებით. "ნიკა მელიას ჩვენ კი არ უწყვიტავთ, თავად იწყვიტავს იმიტომ, რო...
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ენ ლინდე ესტუმრა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, შვედი დიპლომატი შეხვდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარეს, ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიან...
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, 2003 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს. „გამოძიებით და...
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მედიაჰოლდინგ “კვირას” გადამღებ ჯგუფს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები თავს დაესხნენ და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. სრულიად უცნობმა პირებმა ოპერატორს, სანდრო ვაშაკიძეს ფიზიკური, ჟურნალისტსა და მძღოლს კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ...
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალაში შვილმა დედა დაჭრა. არსებული ინფორმაციით, 42 წლის ქალს ცივი იარაღით ჭრილობები მუცლის, გულ-მკერდისა და ქვედა კიდურის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილი ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. მომხდა...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტში ჩანიშნულ სხდომასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. ნიკა მელიას ინფორმაციით, მისი ადვოკატები ხვალ პარლამენტში მივლენ და დაესწრებიან კომიტეტების სხდომებს, სადაც პროკურატურის წ...
შეერთებულ შტატებში დღეს ფედერალური უქმე დღეა, ამერიკელები პრეზიდენტის დღეს აღნიშნავენ. ეს დღე სამთავრობო დაწესებულებებისთვის, ბანკებისთვის, ფოსტისა და სკოლებისთვის უქმე დღედ არის გამოცხადებული. ოფიციალურად ეს დღესასწაული პრეზიდენტ ჯორჯ ვაშინგტონის დაბადების დღეს უკავშირდება და ფედერალურ დასვენების დღედ 1879 წელს გამოცხადდა, რათა ამერიკის ...
საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს, ფრანგი სპეციალისტი - ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. 43 წლის ვილი სანიოლი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 15 თებერვალს დაამტკიცა. ვილი სანიოლის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის 25 მარტს შედგება. 2022 წლის მ...
არ ვაპირებთ, ნიკა მელია უბრძოლველად, უსიტყვოდ, საკუთარი ნებით გავატანოთ და გავრილოვის პატიმრად ვაქციოთ. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინა ბოკუჩავამ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში, გადაცემა "კომენტარში" განაცხადა. თინა ბოკუჩავას თქმით, ბურთი ახ...
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ ახალი გენერალური დირექტორი აირჩია. ნგოზი ოკონჯო-ივეალა იქნება პირველი ქალი და პირველი შავკანიანი, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას უხელმძღვანელებს. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ახალი გენერალური დირექტორის შესარჩევ დასკვნით ეტაპზე ორი კანდიდატი იყო გამოკ...
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიღების შედეგად საქართველოს კანონმდებლობა დაუახლოვდება „კიბერდანაშაულის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციას, რაც ხელს შეუწყობს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას. ...
ამ 12-წლიან კონფლიქტს ძალიან დიდი ადამიანური საზღაური მოჰყვა. ადამიანებს მოუწიათ რუსეთის თვითნებური მმართველობის ქვეშ გაღვიძება, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა ევროპული სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს მინისტრმა, ვენდი მორტონმა განაცხადა. მორტო...
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის კომენტართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ნიკა მელიას თქმით, გავრილოვის განცხადება არის პირდაპირი დირექტივა „ქართული ოცნებისთვის“ პოლიტიკური რეპრესიების გასაგრძელებლად. "სერგეი გავრილოვის განცხადება გ...
ოპოზიციის და გადატრიალებაში მონაწილეების ერთერთი მიზანია მაქსიმალურად გაართულონ და გაწყვიტონ საქართველოს ურთიერთობა თავის ეკონომიკურ, სულიერ და კულტურულ საკითხებში შესაძლო პარტნიორებთან. მოახდინონ საქართველოს მაქსიმალური დისკრედიტაცია და მოწყვიტონ მას მეგობრები, - ამის შესახებ რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა ტვ პირველთა...
თბილისის ვიცი-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, "სასტუმრო ბუდაპეშტის" საკითხის გადაჭრის ოპტიმალური გზაა, მესაკუთრემ მიიღოს მუნიციპალიტეტის შეთავაზება, მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით. დღეს თბილისის მერიაში ვიცე-მერსა და "სასტუმრო ბუდაპეშტის" მესაკუთრეს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა...