გიორგი გახარიამ საკმაოდ ნათლად, ცხადად და გასაგებად თქვა ის, რაც იყო თავისი სათქმელი. პარლამენტი თავის გადაწყვეტილებაში, რომელიც შეეხებოდა უფლებამოსილების შეჩერებას, იყო ერთიანი და მათ შორის პრემიერ-მინისტრი იყო ამ პოზიციის დამცველი და მომხრე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. ...
"საქართველოს სამეფო სახლის" მეთაური დავით ბაგრატიონ-მუხრანელი მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს. ამის შესახებ განცხადება სამეფო სახლის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა. "მთავრობასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების გამო, გამოვთქვამ ჩემს უკმაყოფილებას ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, ამჟამი...
ქართული ოცნების ხელისუფლების რადიკალურმა, დანაშაულებრივმა და არასახელმწიფოებრივმა ქმედებებმა გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო ქვეყანა და ჩვენი მოქალაქეები, აცხადებენ "ლელოში". პარტიის ინფორმაციით, ვითარება შეუქცევადი გახადა, გუშინ ნიკა მელიას და მთელი ოპოზიციის წინააღმდეგ მიტანილმა იერიშმა. "მოგიწოდებთ, ქა...
„ქვეყანაში, სამართლებრივ სახელმწიფოში არჩევნების შედეგად არის მოსული პოლიტიკური ძალა, რომელსაც მხარს უჭერს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა. აქედან გამომდინარე, ოპოზიცია უნდა დაელოდოს მომავალ არჩევნებს და უკვე შემდეგ არჩევნებზე სცადოს ბედი", - აცხადებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგი...
პორშეს ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში, "პორშე ცენტრი თბილისმა" განახლებული პორშე პანამერას ონლაინ-პრეზენტაცია გამართა. ექსკლუზიური სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა გერმანულმა ბრენდმა ბიზნეს კლასის 4-კარიანი სედანის მეორე თაობა 2021 წლისთვის განაახლა და პანამერას ახალი ვერსია უკვე ქართველი მომხმარებლებისთვისაც ხელმი...
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ეხმიანება და სოციალურ ქსელშ ვიდეომიმართვას ავრცელებს. სააკაშვილის თქმით, რეჟიმი იშლება და საქმე ბოლომდე არის მისაყვანი. "რეჟიმი იშლება, მაგრამ ახლა განსაკუთრებული მობილიზაცია და სიფრთხილეა საჭირო, ბოლომდე არის ...
მოძრაობა "სირცხვილია" პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას სოციალურ ქსელში ეხმიანება. "გულისამაჩუყებელი" ტექსტების მიუხედავად, რომ თურმე ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს ვერ შეუქმნი და პოლარიზაციის აღმოფხვრაა შენი მიზანი, არავის დაგვვიწყებია და არც დაგვავიწყდება, ჯერ 12 მაისს კლუბებში სპეცრაზმით...
ლიეტუვის ელჩი აპირებს, იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვამდე , - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა. მისი თქმით, სტრატეგიული მოკავშირე ქვეყნები „ქართული ოცნებას“ ქვეყანაში პოლიტიკური დიქტატურის დამყარების შესაძლებლობას არ მისცემენ. ...
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას მოუწოდა, დაემორჩილოს კანონს. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება უზრუნველყოფს მის დაპატიმრებას. "პრემიერის გადადგომის ფონზე, შს მინისტრმა მიიღო სრულიად ლოგიკური გადაწყვეტილება ნიკანორ მელია...
ლიეტუვის ელჩი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მივიდა. ანდრიუს კალინდრამ აღნიშნა, რომ ლიეტუვა საქართველოს ძლიერი მხარდამჭერია. „მოგეხსენებათ ჩვენი სახელმწიფო საქართველოს ძლიერი მხარდამჭერია, ჩვენ ვმუშაობთ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან ერთად წარმატების მისაღწევად ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ...
მოვუწოდებ, ნიკანორ მელიას დაემორჩილოს კანონს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დააპატიმრებენ. "მოვუწოდებ, ნიკანორ მელიას დაემორჩილოს კა...
გიორგი გახარიას ჰქონდა გუნდის სხვა წევრებისგან განსხვავებული პოზიცია, თუმცა არგუმენტები, რომლებიც გაამყარებდა მის პოზიციას, ჩვენ ვერ მოვისმინეთ, - აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისი განმარტებით, გიორგი გახარია იყო პოლიტიკური გუნდის წევრი და სამწუხაროა, რომ მან ას...
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის აზრით, მოლპარაკებების გასაგრძელებლად და შეთანხმების მისაღწევად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა გიორგი რურუას გათავისუფლებაა. "შეწყდეს დევნა ნიკა მელიას წინააღმდეგ და გათავისუფლდეს პოლიტპატიმარი გიორგი რურუა, ამის შემდეგ შეიძლება გავაგრძელოთ მოლპა...
ხელისუფლება, რომელიც ხალხის ნების საპირისპიროდ არჩევნებს აყალბებს და ოპონენტებს პოლიტიკური მოტივით დევნის, ვერასდროს ვერ ახორციელებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას!, წერს სოციალურ ქსელში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ვარშალომიძე. მისი განმარტებით, "ოცნება" გაკოტრებულია, მას გამოცლილი აქვს გადაწყ...
"ქართული ოცნება" პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას ხვალ დაასახელებს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე მსჯელობა ხვალ პლიტსაბჭოს სხდომაზე მოხდება. გიორგი გახარიამ პრემიერ-მი...