საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატს, ულტრამემარჯვენე ერიკ ზემურს ქალაქ მუასაკში, სადაც წინასაარჩევნო შეხვედრა უნდა ჩაეტარებინა, თავს დაესხნენ. იტყობინება Figaro. ფრანგული ტელეარხის BFMTV-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მანქანიდან გადმოსვლისას ერიკ ზემურს შუახნის კაცი უახლოვდება და მოულოდნელად ...
ომის დაწყებიდან, უკრაინამ დაახლოებით 1 300 სამხედრო დაკარგა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უცხოური მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "ჩვენ დაახლოებით 1300 სამხედრო დაგვეღუპა, რუსეთს კი 12 ათასზე მეტი. მე არ მიხარია, რომ მათ 12 ათასი დაეღუპათ. ეს არ არის ჩემ...
საქართველოს ეროვნულ გმირს, მფრინავ ზურაბ იარაჯულს 51 წელი შეუსრულდებოდა. დღეს, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეებში ზურაბ იარაჯულის დაბადების დღე აღნიშნეს. საქართველოს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის სამხედროებმა, ოჯახის წევრებთან და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, ეროვნული გმირის ხსო...
გორი-იგოეთის მონაკვეთზე, სოფელ შავშვებთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაშავდა. დაღუპულთა შორის 8 წლის ბავშვია. დაშავებულია 9 წლის ბავშვი, რომელიც სასწრაფო-სამედიცინოს დახმარების ბრიგადამ გორის კლინიკა "გორმედში" გადაიყვანა. მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. გავრცელე...
ოკუპანტ რუსეთში აცხადებენ, რომ უკრაინისთვის დასავლეთის მიერ გაგზავნილი შეიარაღების კოლონა რუსეთის შეიარაღებული ძალების "კანონიერი სამიზნე" გახდება. ამის შესახებ აგრესორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა. "რუსეთმა აშშ გააფრთხილა შედეგებზე, რომელ...
რუსი ოკუპანტები გეგმავენ ხერსონის ოლქში, "სახალხო რესპუბლიკის" შექმნაზე ე.წ. რეფერენდუმი გამართონ. ამის შესახებ ხერსონის საოლქო საბჭოს დეპუტატი სერგეი ხლანი ფეისბუქზე წერს. მისი თქმით, ოკუპანტები ტელეფონით უკავშირდებიან ხერსონის საოლქო საბჭოს დეპუტატებს და ეკითხებიან მზად არიან თუ არა ისინი და...
ამერიკის შეერთებული შტატები არ ცნობს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში 12 მარტს გამართული ეგრეთ წოდებული საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და მის შედეგს არ აღიარებს, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. ამასთან, აშშ-ის საელჩო მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ომი უკრაინაში, ხოლ...
საბედნიეროდ, რუსული ნარატივი არც სტრასბურგისა და არც ჰააგის სასამართლოებმა არ გაიზიარეს, რადგან ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა საქართველოს ინტერესები დაგვეცვა, - ამის შესახებ პარტია ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი სოციალურ ქსელში წერს, -ამის შესახებ პარტია ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი...
უკრაინაში ასობით მუზეუმია. ზოგიერთ მათგანში დაცული კოლექციის ღირებულება მსოფლიო მნიშვნელობისაა. უკრაინაში მდებარე შვიდი ძეგლი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში. უძველესი მართლმადიდებლური ეკლესიები, მონასტრები, კონსტრუქტივიზმის უნიკალური არქიტექტურული ძეგლები, ევროპული, უკრაინულ...
???-მ უკრაინის საელჩოს 95 000 დოლარის მედიკამენტები და ბავშთა კვების პროდუქტები გადასცა. კომპანიაში განმარტავენ, რომ უკრაინის საელჩოს სხვადასხვა პროდუქციას ყოველკვირეულად მიაწვდიან. "დღეს უკვე ერთიანი ძალებით, უკრაინის მხარდასაჭრად! ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ?????-ი შემოგვი...
უკრაინის დახმარების კამპანიას, რომელიც თბილისის მერიის ორგანიზებით ტარდება, ჰიპერმარკეტი "გუდვილი" შეუერთდა. აქციის ფარგლებში, მოქალაქეებს საშუალება აქვთ, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად პროდუქტი "გუდვილში" შეიძინონ. დღეს დედაქალაქის მერის მოადგილე ილია ელოშვილი "გუდვილის" ერთ-ერთ მაღაზიაში...
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერისადმი ახალი ვიდეომიმართვა გაავრცელა. ზელენსკის განცხადებით, რუსეთის არმიამ ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა. მისივე თქმით, რუსული ბატალიონის 31 ტაქტიკური ჯგუფი ბრძოლისთვის ქმედუუნარო გახდა. "რუსული ჯარები დიდ დანაკარგს განიცდიან,&quo...
საქართველოს პროკურატურამ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 153-ე კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ავტოსაგზაო შემთხვევას მაგისტრალზე 3 პატრულ-ინსპექტორი ემსხვერპლა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით მიმდი...
ბელარუსმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა, შეუერთდეს რუსეთის საოკუპაციო ძალებს უკრაინაში. ბელარუსის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ვიქტორ გულევიჩის განცხადებით, მინსკი არ გეგმავს უკრაინაში რუსეთის ძალებთან შეერთებას. ამავდროულად, გულევიჩმა აღნიშნა, რომ უკრაინა-ბელარუსის სა...
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსულმა ძალებმა დაბომბეს მეჩეთი ქალაქ მარიუპოლში, სადაც 80-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები აფარებდნენ თავს. სამინისტროს განცხადებით, მეჩეთში არსებულ თავშესაფარში თურქეთის მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ. "სულთან სულეიმან დიდებულისა და მისი მეუღლის ჰიურ...