შეერთებული შტატები ფლობს ინფორმაციას, რომ რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში სპეცოპერაციის ჩატარებას გეგმავს, რათა უკრაინაში შეჭრის საბაბი შექმნას. იუწყება CNN-ი აშშ-ის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით. ტელეარხის ინფორმაციით, რუსეთს თავის განზრახვის სისრულეში მოსაყვანად სპეციალურად გაწვრთნილი ოპერატიული გუნდი მზადყოფნაში ჰყავს...
მოსკოვში, თურქეთისა და სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით, ანკარისა და ერევნის დანიშნული სპეციალური წარმომადგენლების მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა. მხარეთა განცხადებით, შეხვედრა "პოზიტიურ და კონსტრუქციულ" რეჟიმში წარიმართა, რაც აძლიერებს კავშირების აღდგენისა და საზღვრების გახსნის შესაძლებლობას. თურქეთის...
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეფასებით, დღეს, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდთან გამართული სატელეფონო საუბარი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველო რეგიონში აშშ-ის ყველაზე ახლო და საიმედო მოკავშირეა და რომ ორ ქვეყანას მიმდინარე...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 14 იანვარს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. უწყების ინფორმაციით, საუბრისას მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები და ინფორმაცია რეგიონში შექმნილ უსაფრთხოებ...
2022 წლის 14 იანვარს გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, კარენ დონფრიდთან. იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების ინფორმაციით, საუბრისას მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები და ინფორმაცია რეგიონში შე...
საქართველოში გარკვეული კატეგორიისთვის იზოლაციისა და კარანტინისთვის დაწესებული ვადები მცირდება. ასიმპტომური, მსუბუქი შემთხვევებისთვის იზოლაცია კარანტინისთვის დაწესებული ვადები იქნება 8 დღე. ამასთან, სიმპტომების ალაგებიდან უნდა იყოს გასული სულ მცირე 24 საათი და იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო ხუთი დღ...
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ დედოფალ ელისაბედ მეორეს ბოდიში მოუხადა პრინც ფილიპის დაკრძალვის წინა ღამეს დაუნინგ-სტრიტის 10-ში გამართული წვეულებისთვის. წვეულების შესახებ ინფორმაცია მოიპოვა და გაავრცელა გამოცემა Daily Telegraph-მა. როგორც ირკვევა, დაუნინგ-სტრიტის 10-ში (პრემიერის ოფისი) 202...
რუსეთი კვლავ იმეორებს თავის დაჟინებულ მოთხოვნას, რომ ნატომ ხელი აიღოს აღმოსავლეთით გაფართოებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა კრემლის მოთხოვნას მკაფიო პასუხი გასცა. პარასკევს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ...
რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის ფონზე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი, მომავალ კვირაში, ვიზიტებს გამართავს კიევსა და მოსკოვში. ამის შესახებ საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. ანალენა ბერბოკი კიევში 17 იანვარს ჩავა, სადაც ის შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდი...
14 იანვარს დანიაში დედოფალ მარგრეტე II-ის ტახტზე ასვლის 50-ე წლისთავი აღინიშნება. სამეფო კარის ინფორმაციით, ღონისძიება პანდემიის გამო ვიწრო ფორმატში გაიმართება. 81 წლის მარგრეტე II დანიის მეორე მონარქია, რომელმაც ტახტზე ამდენ ხანს დაჰყო. ყველაზე ხანგრძლივად დანიაში მეფობდა კრისტიან IV, რომელიც 60 წლის ...
"ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრისა და სტუდენტური თვითმმართველობის ერთობლივი ინიციატივით, საუნივერსიტეტო სივრცეში სტუდენტური ცხოვრების გააქტიურებისა და აქტივობების ორგანიზების მიზნით „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებმა რვა ახალი სტუდენტური კლუბი ...
14 იანვარის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0775 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0866 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.91 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.5268 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5376 ლარს შეადგ...
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეასა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმში დასრულდა რეორგანიზაცია, რომელიც 2021 წლის წლის 6 დეკემბერს დაიწყო. იუწყება კულტურის სამინისტრო. სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 15 იანვრიდან ამოქმედდე...
17-18 იანვარს, ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელს ეწვევა, სადაც შეხვედრებს გამართავს ნატოს შტაბ-ბინასა და ევროკავშირში. ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ორმხრივ შეხვედრას გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგთან. ამავე დღეს გაიმართება არაფო...
ნიდერლანდების მეფე ვილემ-ალექსანდერის განცხადებით, სამეფო ოჯახი შეწყვეტს "ოქროს ეტლით" სახელით ცნობილი, ოქროთი მოვარაყებული ისტორიული სამეფო კარეტის გამოყენებას. მონარქის ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა მრავალწლიანი დებატები, კარეტის რასისტული გამოხატულებისა და ნიდერლანდების კოლონიალურ ეპ...