უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე მოიერიშე ბრიგადა აგრძელებს ბახმუტის გარშემო ფლანგების გაწმენდას და უკრაინის მიწების გათავისუფლებას. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა მტერს უკან დაახევინეს ფრონტის ხაზის გასწვრივ 1.8 კმ-ზე და ფრონტის სიღრმეში 1.2 კმ ტერიტორიებიდან.
ბრიგადის პრეს-სამსახურის ცნობით, შეტევითი მოქმედებების შედეგად მეორე მოიერიშე ბატალიონმა მნიშვნელოვანი დანაკარგი მიაყენა რუსეთის არმიის 57-ე ბრიგადას.
„დიახ, მტრის ძალები თითქმის მთლიანად განდევნილია არხის იქით, სადაც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ოკუპანტების პოზიციები იყო განლაგებული“, - აღნიშნავენ უკრაინელი სამხედროები.