საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით 14:38 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა მიწისძვრის სიმძლავრემ 3.4(ml) მაგნიტუდა შეადგინა.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებაში ცვლილების შეტანას, რომლის მიზანია შეთანხმებით გათვალისწინებული ფინანსური რესურსის მეორე ტრანშის, 55 მლნ. ევროს გაუქმება, რომლის შესახებაც 2021 წელს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილე...
გერმანიის დაზვერვის ფედერალურ სამსახურს (BND) ხელში ჩაუვარდა რუსი სამხედროების რადიოგაცვლის ჩანაწერები, რომელიც შეიცავს ბუჩას ხოცვა-ჟლეტის შესახებ ახალ ინფორმაციებს. რუსები განიხლავენ მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ მკვლელობებს, ცალკეული შეტყობინებები კი შესაძლოა უკავშირდებოდეს ფოტოებზე აღბეჭდილი კონკრეტული მოკლული ადა...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე. აღინიშნა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) რეგიონულ დირექტორს მირიანა სპოლიარიჩ ეგერს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს და სამომავლო თანამშრომლობას შეეხო. აღინიშნა, რომ ქართული მხარე აფასებს გაეროს განვითარების პროგრამის წვლ...
"ქართული ოცნების" პოზიციაა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" და მისი პარტნიორი პარტიების არც ერთ საგარეო ინიციატივას მხარს არ დაუჭერს, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი უკრაინასთან დაკავშირებით „ლელოს“ მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტზე. "...
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყალბი საბუთების გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანაში ბრალდებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე ი.შ. დამნაშავედ ცნო. ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულ...
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივნის, ლიზ ტრასის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უნდა დაიწყოს ხელახლა ფიქრი იმ ქვეყნების მიმართ მხარდაჭერის გაზრდაზე, რომლებზეც რუსეთი თავისი გავლენის გავრცელებას ცდილობს. ამის შესახებ CNN-ის ცნობით, ლიზ ტრასმა 6 აპრილს, ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინ...
კორონავირუსის მწვავე ფაზა დასასრულისკენ მიდის, რაც ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია წელს პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს, - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. მისი თქმით, პირველად ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოში კორო...
დღეს პირველი დღეა 2020 წლის სექტემბრის შემდეგ, როდესაც კორონავირუსით სიკვდილის ნულოვანი მაჩვენებელი გვაქვს,- აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. მისი თქმით, კორონავირუსის მწვავე ფაზა დასასრულისკენ მიდის, რაც ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანი...
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, ბაქო და ერევანი შეთანხმდნენ ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების მომზადებაზე. "აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გამოთქვეს სურვილი, სწრაფად დაიწყონ სვლა სამშვიდობო ხელშეკრულებისკენ დ...
თბილისის მერის ინიციატივით, მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება გრძელდება. ამჯერად, კახა კალაძემ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელთან ერთად, გლდანის, დიდუბისა და ნაძალადევის რაიონებში მცხოვრებ 51 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. იმ მოქალაქეებს, რომლებსაც წლების...
შეხვედრაზე პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტის - წყლის აღრიცხვის კუთხით საქართველოში დღეს არსებული მდგომარეობა და გამოწვევები დეტალურად განიხილეს და საჭიროებების იდენტიფიცირებასა და იმ პრიორიტეტების გამოვლენაზე იმსჯელეს, რა მიმართულებებითაც პროექტის სამომავლო აქტივობები დაიგეგმება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გასულ წლებში, ევროკავ...
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას მიერ გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხა. მისი თქმით, ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალური თავმჯდომარეა, სინამდვილეში კი სააკაშვილის ხელის ბიჭია. ზოგადად, ყოფილი კონკურენტები ერთმანეთზე...
დიდი ბრიტანეთი მუშაობს გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებს უკრაინაში Mastiff-ის ან Chakal-ის ტიპის ჯავშანტექნიკის გაგზავნას. ინფორმაციას გამოცემა The Times-ი ავრცელებს. ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტში განიხილავენ უკრაინსითვის Mastiff-ის ტიპის ჯავშანქტექნიკის მიწოდებას. ასევე განიხილება Chakal-ის ტიპის მანქანებს, რომლებიც გამოიყენ...