20 წლის ფეხბურთელის ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ ექიმს ქეთევან ცერცვაძეს, აღკვეთის სახით თბილისის საქალაქო სასამართლომ 12-000 ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურამ სხდომაზე 15 000 ლარის ოდენობით გირაოს შუამდგომლობა დააყენა. პროკურატურის ცნობით, "აკადემიკოს ნიკოლ...
დაუშვებელია ნებისმიერი ადამიანის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა სახლში, სამსახურში, საჯარო სივრცეში ან სხვა ნებისმიერ ადგილას, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებაში. როგორც ელჩი აღნიშნავს, რეალობა ისაა, რომ მთელ მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი განიცდის ...
ეგვიპტელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მიიღეს დადებითი სიგნალები ორივე მხარისგან ისრაელ-ჰამასს შორის დროებითი ზავის შესაძლო გახანგრძლივების შესახებ ერთი ან ორი დღით. ამის შესახებ იუწყება Reuters. ეგვიპტის სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა დიაა რაშვანმა განაცხადა, რომ ქვეყანა აქტიურ მოლაპარაკებებს...
ლიბერთიმ ახალი კამპანია #ჩვენიანი დაიწყო და საკომუნიკაციო პლატფორმის პირველი ვიდეო წარადგინა. მისი მთავარი გმირები ბანკის მომხმარებლები და თანამშრომლები არიან. კამპანია პასუხობს ლიბერთის ახალ სტრატეგიას და მთავარ მიზანს — ჩამოყალიბდეს უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად, რომელიც ყველა საჭიროების ადამ...
გორი-კვარხეთის გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. რეგიონული გამოცემა qartli.ge-ს ცნობით, შემთხვევა გუშინ 24 ნოემბერს საღამოს მოხდა. მანქანაში სამხედრო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა ნისლის დროს მოხდა. მიმდი...
შეიძლება, მომცეთ საშუალება? ერთი კითხვა მაქვს - შეიძლება ამდენი წლის, 2012 წლის შემდეგ დაივიწყოთ სააკაშვილი? - ასე მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „იმედის“ ჟურნალისტს მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის შემდეგ. „ქრონიკის“ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხ...
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არის არა მხოლოდ ევროპული ბრძოლა, არამედ ბრძოლა ქართული ტრადიციებისთვის," - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გორში ჟურნალისტებს განუცხადა. „მე მინდა ვისარგებლო ამ დღით და ვახსენო, რომ დღეს იწყება 2-კვირიანი კამპანია ქალთა მიმართ...
ჩვენ სრულად და ცალსახად ვიცავთ საქართველოს ერთიანობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას, დემოკრატიას და სახელმწიფოებრიობას. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. მას პირდაპირ ეთერში ჰკითხეს მზად არის თუ არა სომხეთი აღიაროს აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად. ...
ვისაც შევიწყალებ, ნახავთ, როცა იქნება შეწყალება, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვას, აპირებს თუ არა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას. „მე აქ არ ვარ მოსული, რომ არც სტალინზე და არც სააკაშვილზე ვილაპარაკო....
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ისრაელის ელჩს საქართველოში ჰადას ესტერ მეიცადს შეხვდა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა. ნინო თანდილაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსა და ისრაელს შორის საუკუნოვანი მეგობრობის და პარტნიორობის მნიშვნე...
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ კიევზე მასირებულ შეტევას გამოეხმაურა, რომელიც ოკუპანტებმა ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს განახორციელეს და მას მიზანმიმართული ტერორიზმი უწოდა. „70-ზე მეტი "შაჰიდის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ჰოლოდომორის გენოცი...
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და კოლეგა უწყებებთან ერთად ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან მსოფლიო კამპანიას შეუერთდა. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს...
ჩრდილოეთ მაკედონიამ, რომელიც ნატო-ს წევრია, განაცხადა, რომ ის გააუქმებს მომავალ კვირას რუსეთთან ფრენების აკრძალვას, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს მისცემს უფლებას დაესწროს ქვეყანაში საერთაშორისო კონფერენციას. იუწყება Associated Press. მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ღია ფანჯარა ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ბ.ი. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხ...
უკრაინის მმართველი ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით, უკრაინის მთელი ხელმძღვანელობა ომის გაგრძელების მომხრეა. "რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ახლა არ შეგვიძლია მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხდეთ, რადგან უკრაინა ძალიან ცუდ პოზიციაშია. ახლა რატომ უნდა დავსხდეთ? რაზე უნდა ვილაპარაკოთ, რომ ...