მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, ფილიპ ლე რუმ დაასრულა საქართველოში ვიზიტი. მისი ვიზიტის მიზანი იყო, გადაეხედა საქართველოში ბანკის პორტფელისათვის და განეხილა მიმდინარე ეკონომიკური და სოციალური განვითარების მდგომარეობა და შესაძლო გზები, რითაც ბანკი დაეხმარება ქვეყანას ეკონომიკურ აღმავლობა...
რაგბის საერთაშორისო საბჭომ (IRB) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს ნაკრებს ახალ რეიტინგში 15-ე ადგილი უკავია. ტიმ ლეინის გუნდი ერთი საფეხურით მაღლა ავიდა. ამის მიზეზი კი ტონგას მარცხი გახლდათ, რომელმაც სამოასთან 23:24 წააგო. ქართველ მორაგბეებს 68.09 ქულა აქვთ, ანუ ისევ იმდენი რაც აქამდე, თუმც ტონგელთა მ...
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი თბილისის 187-ე საჯარო სკოლაში, საინფორმაციო ტექნოლოგიებში პედაგოგთა ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნენ. გადამზადებაში დედაქალაქის რამდენიმე საჯარო სკოლის მასწავლებელი მონ...
სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატზე F ჯგუფის 1-ელი ტურის მე-2 მატჩი დასრულდა. როსტენბურგში, "როიალ ბაფოკენგზე", სლოვაკეთმა და ახალმა ზელანდიამ ფრედ, ანგარიშით 1:1 ითამაშეს. მატჩის 50-ე წუთზე სლოვაკმა ვიტეკმა ანგარიში გახსნა, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ დროში ზელანდიელმა რეიდმა გაათანაბრ...
ხვალ, 16 ივნისს, 12:0 საათზე, პოლიტიკური მოძრაობა "სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის", საზოგადოებრივი კამპანიის "ვაქციოთ ომი ისტორიად" ფარგლებში, სასტუმრო "ძველ მეტეხში~ გამართავს საჯარო დისკუსიას, სადაც წარმოდგენილი იქნება მოძრაობის ხედვები საგარეო პოლიტიკასა და კონფლი...
"კოალიცია სამართლიანობისთვის" თავმჯდომარის, ვერა ქობალიას შეფასებით, აფხაზეთისა და კოსოვოს შემთხვევებში პარალელის გავლება დაუშვებელია. ამის შესახებ ქობალიამ დღეს, ბათუში უმრავლესობის წევრებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობის წევრებიც დაესწრნენ. "პარალელს აკეთებენ...
"კოალიცია სოლიდარობისთვის" ევროპის სასამართლოში დევნილების საკუთრების საკითხზე ინდივიდუალური და ჯგუფური საჩივრების შეტანას აპირებს. "ჩვენი ორგანიზაცია დევნილებთან სარჩელების შემუშავებაზე მუშაობს, რომელსაც ევროპის სასამართლოში ჯგუფური და ინდივიდუალური სარჩელების სახით შევიტანთ. ჩვენი სარჩელი შეეხება მემკვიდრე...
"კოალიცია სოლიდარობისთვის" აგვისტოდან დევნილებისთვის ტრენინგებს დაიწყებს. ამის შესახებ ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვერა ქობალიამ ბათუმში უმრავლესობის შეხვედრაზე განაცხადა. "ჩვენმა ორგანიზაციამ მაისში საქართველოს მასშტაბით კვლევა ჩაატარა და გამოვლინდა, რომ დევნილებმა თავიანთი უფლების შესახებ არაფერი იციან...
"კოალიცია სოლიდარობისთვის" თავმჯდომარის, ვერა ქობალიას შეფასებით, დიდი სამუშაოა გასაწევი, რომ ქართულმა მხარემ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონებთან მიმართებაში ტერმინები - ოკუპაცია და ეთნიკური წმენდა - დააკანონოს. ამის შესახებ ქობალიამ ბათუმში უმრავლესობის შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც საქართველ...
ვიდრე საქართველოსა და რუსეთის სათავეში მიხეილ სააკაშვილი და ვლადიმერ პუტინი იმყოფებიან, ამ ორი ქვეყნის დაახლოება არ მოხდება, იმიტომ, რომ მათ შორის მიტაცებული ტერიტორიებია. ეს განცხადება დღეს რუსმა ჟურნალისტმა მატვეი განაპოლსკიმ ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისში გააკეთა, როდესაც რუსეთსა და საქართვე...
ბრიატნელმა იუველირმა სტიუარტ ჰიუზმა სპორტული მანქანის Bugatti Veyron-ის ოქროს მოდელი შექმნა, რომელიც 3 მლნ დოლარი ღირს. საინტერესოა, რომ ოქროს მოდელი რეალურ ავტომობილზე გაცილებით ძვირია. რეალური ავტომანქანის ყიდვა დაახლოებით 1,5 მლნ დოლარად შეიძლება. მოდელი 24-კარატიანი ოქროსგანაა დამზადებული, მისი რადიატორი კი 7,2-კარატია...
დიეგო მარადონა არგენტინის ნაკრებს სათავში თავისი ფინანსური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით ჩაუდგა. ამის შესახებ ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ განაცხადა. "დიეგო ნაკრებში მუშაობას იმის გამო შეუდგა, რომ ფული სჭირდებოდა", _აღნიშნა პელემ. მისი აზრით, მარადონამ, რომელიც მრავა...
ბელარუსმა ყირგიზეთის მოთხოვნა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ყურმანბეკ ბაკიევის ექსტრადაციასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება. გამოცემას მოჰყავს ბელორუსიის გენერალური პროკურატურის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელის, პიოტ...
2010 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 72.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 10.4 მლნ აშშ დოლარით, ანუ 16.9 პროცენტით მეტია 2009 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამ პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთიდან (7.3 მლნ აშშ დოლარით), საბერძნეთი...
აფხაზეთში ამჟამად არავინ ყიდულობს სახლებს და არც არავინ აპირებს იქ რუსი მოსახლეობის ჩასახლებას. ყოველივე ეს რუსული პროპაგანდაა და გთხოვთ ნუ წამოეგებით. განაცხადა ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა მატვეი განაპოლსკიმ დღეს თბილისში ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრისას. "რუსეთის მოქალაქემ, რომელსაც აქვს სურვილი...