ერთი წლის განმავლობაში "სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს" "შავ სიაში" 50-მდე კომპანია მოხვდა. "სახელმწიფო შესყიდვების საენტოს" ინფორმაციით, შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში 48 ორგანიზაცია ფიქსირდება, რომლებმაც სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებებ...
ურეკში დამსვენებელს სკუტერი შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, ბეთქილ ქურასბედიანს ნაპირიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით, სკუტერმა გადაუარა. ქურასბედიანი ბათუმის პირველ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას თავის ქალის ტრავმა აქვს. ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, იგი ხელოვნური სუნთქვის...
საქართველოს პორტების დატვირთვა იზრდება, სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2010 წლის 5 თვის განმავლობაში პორტების დატვირთვა გაიზარდა და კრიზისამდე მდგომარეობას 22% გაუსწრო. ასევე 2% ზრდაა სახმელეთო გადაზიდვებშიც. საანგარიშო პერიოდში 17.8 მილიონი ტონა ტვირთი იქნა გადაზიდული. მათ შორის 9.4 მილიონი ...
ქართულ ბაზარზე მალე შესაძლოა ევროპული ხორბალი გამოჩნდეს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" სატრეიდინგო კომპანია "აგრიკომის" ხელმძღვანელმა კოკი ოსიპოვა განაცხადა, ტრეიდერები ხორბლის იმპორტთან დაკავშირებით გერმანულ და ფრანგულ მხარეებთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. "ამ ეტაპზე მოლაპარაკებების პროცესში ვართ ...
გადასახადის გადამხდელებს საგადასახადო დავის დაწყება ფინანსთა სამინისტროს ინტერნეტ-პორტალის გამოყენებით შეუძლიათ. ნებისმიერი გადამხდელი, რომელიც სარგებლობს ელექტრონული დეკლარირების სისტემით, ელექტრონულ საჩივარს უკვე ინტერნეტით გააგზავნის. ასეთ შემთხვევაში საჭირო არ არის დოკუმენტების ფოსტით ან პირადად წარდგენა. ...
2 აგვისტოს ქალაქ ბათუმში იუსტიციის საზაფხულო სკოლა სახელწოდებით: ,,საერთაშორისო საჯარო სამართალი - არსებული პრაქტიკა და ახალი გამოწვევები" გაიხსნა. მასში მონაწილეობა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თინა ბურჯალიანმა მიიღო. იუსტიციის საზაფხულო სკოლა, 2 აგვისტოდან 14 აგვისტომდე გაგრძელდება. მასში ...
პოეტი დავით მაღრაძე ქართული პენცენტრის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა. შესაბამისი წერილით მან უკვე მიმართა საერთაშორისო პენ ცენტრის პრეზიდენტს, ჯონ რალსტონ საულს და საერთთაშორისო პენ ცენტრის საერთაშორისო მდივანს, იუჯინ შელგინს. "მინდა გაცნობოთ, რომ ბოლო ერთი კვირის მანძილზე ჩემს უცხოელ პარ...
თუშეთში, სოფელ ომალოში ტრადიცული სახალხო ზეიმი "მწყემსის დღე" გაიმართა. დღესასწაულის აღსანიშნავად, სოფელ ომალოში სპეციალური გამოფენა მოეწყო. ადგილობრივმა ოსტატებმა თუშური ტრადიციული ხალხური რეწვისა და ხელსაქმის ნიმუშები გამოფინეს. დღესასაწაულზე წარმოდგენილი იყო თუში მეცხვარის პროფესიული საქმიანო...
დღეს, 2 აგვისტოს დედოფლისწყაროში ელიაობა აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით ელია ეზბეთელის სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის დეკანოზმა მამა ნიკოლოზმა აღავლინა. ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა, ტრადიციის მიხედვით, ღამე ელიას მთაზე გაათია. ელიაობის ...
საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს ჩინოსნის ედუარდ გაბოზოვის სასამართლო პროცესი 5 აგვისტოს დაიწყება. ედუარდ გაბოზოვის საქმის მოსმენის დაწყება ჩრდილოეთ ოსეთის უმაღლეს სასამართლოში შედგება. საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში გაიმართება. ოსური მედიის ინფორმაცი...
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 32 წლიანი ვადით 300 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. პირობების თანახმად, ვალის დაფარვა ქვეყანას 8 წლის შემდეგ უნდა დაიწყოს. თანხა რეგიონებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, შემოვლითი გზების მშენებლობას და ველოტრეკების აშენებას მოხმარდება. პროექტის მიხე...
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს შპს "ეპოქა 21"-ის დირექტორი გიორგი ერისთავი და მთავარი ბუღალტერი ნანა გაგუა; შპს „ყაზტრანსგაზის" ყოფილი თანამშრომელი იოსებ გუგუშვილი; ა...
ტყიბულისა და თერჯოლის რაიონებს შორის, სოფელ ოჯოლასთან, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლში ტყეს ცეცხლი გაუჩნდა. დამწვარია 1 ჰექტარი ტყის მასივი. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარე პაპუნა ხაჩიძემ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, სტიქია დასახლებულ პუნქტებს საფრთხეს არ უქმნის. ამასთან, ხ...
ხვალ, 3 აგვისტოს, 13:00 საათზე, ბათუმში, ჭავჭავაძის # 3-ში, ფუნქციონირებას კომპანია "გუდვილის" პირველი სუპერმარკეტი დაიწყებს. "გუდვილის" გახსნის ცერემონიას ადგილობრივი მთავრობა, „გუდვილის" პარტნიორი კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან. &bdq...
ბორჯომის ხეობაში 31 ივლისს გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირება სავარაუდოდ დღის ბოლომდე მოხერხდება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარე პაპუნა ხაჩიძემ განუცხადა. მისი თქმით, ხეობაში ქარი აღარ ქრის, რაც სახანძრო სამუშაოებს აიოლებს. ხაჩიძის განცხადებით, რამდენიმე ხანძრის კერაა დარჩენილი რისი ლი...