თუშეთში, სოფელ ომალოში ტრადიცული სახალხო ზეიმი "მწყემსის დღე" გაიმართა.
დღესასწაულის აღსანიშნავად, სოფელ ომალოში სპეციალური გამოფენა მოეწყო. ადგილობრივმა ოსტატებმა თუშური ტრადიციული ხალხური რეწვისა და ხელსაქმის ნიმუშები გამოფინეს.
დღესასაწაულზე წარმოდგენილი იყო თუში მეცხვარის პროფესიული საქმიანობის ამსახველი ცოცხალი სურათები---ცხვრის პარსვა, ყველის ამოყვანა. ღონისძიების ყველა მონაწილეს საშუალება ჰქონდა თუშურ სამზარეულოს გაცნობოდა.
ტრადიციულად შედგა ახალგაზრდების მწყემსად კურთხევა.Mმწყემსის ნაბდები თუშ ახალგაზრდებს კახეთის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა გადასცა.
სახალხო დღესასწაულს უმრავლესობის ლიდერი და ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი პეტრე ცისკარიშვილი ესწრებოდა. "თუშეთი ტურისტებისათვის უფრო და უფრო საინტერესო ხდება,"-განაცხადა ცისკარიშვილმა.
"მწყემსის დღე" თუშეთში უკვე 35 წელია აღინიშნება.