გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 თებერვლამდე საქართველოში დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარია მოსალოდნელი. „25 თებერვლიდან 28 თებერვლამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი...
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარდგინა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 23 თებერვალს, თბილისში, გლდანის რაიონში, ბრალდებულმა მამას დანით ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად, დაზარალ...
რუსი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ქვრივმა, იულია ნავალნაიამ, რომელმაც განაცხადა, რომ გააგრძელებს მის საქმიანობას, ქმრის მკვლელობიდან მეცხრე დღეს ვიდეომიმართვა გაავრცელა. მიმართვაში მან განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი დგას გამომძიებლების ქმედებების უკან, რომლებიც უარს ამბობენ ნავალნის ცხედარი დედას გადასცენ,...
დიდი ბრიტანეთის პრემიერი რიში სუნაკი უკრაინას 250 მილიონი ფუნტი სტერლინგის ოდენობით საარტილერიო ჭურვებს დაჰპირდა, რომელიც ნაწილია იმ 2.5-მილიარდიანი სამხედრო დახმარების პაკეტისა, რომელსაც უსაფრთხოების ახალი შეთანხმება ითვალისწინებს. „დადგა მომენტი, ვაჩვენოთ, რომ ტირანია ვერასდროს იზეიმებს და კიდ...
მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ თაზაქენდში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. შემთხვევა 23 თებერვლის ღამეს მოხდა. დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილის მძღოლმა კონტროლი დაკარგა და წყლის არხში გადავარდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
“ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველო დგას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით”- ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელ “X” - ზე გამოქვეყნდა. “საერთაშორისო სამ...
ევროკომისიის პრეზიდენტის გარდა, 24 თებერვალს კიევში ჩავიდნენ იტალიის, კანადისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრებიც. იუწყება Reuters კეივში მატარებლით ჩავიდნენ კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კროო და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი. იტალიის მთავრობის პრესსამსახურმა ...
საფრანგეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რომელიც უკვე ორი წელია თავს იცავს რუსული აგრესიისგან. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების მეორე წლისთავთან დაკავშირებით დაწერა. "ომი ორი წელი. დაჭრილია, მაგრამ მა...
ორი წელია, მსოფლიო თვალს ადევნებს ევროპის შუაგულში მიმდინარე სასტიკ ომს, რომელმაც ათიათასობით ადამიანის მსხვერპლი და ნგრევა მოიტანა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ჩვენ ხმას ვიმაღლებთ უკრაინელი ხალხი...
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და კიევში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშირებით და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგობის აღსანიშნავად ვიმყოფები. ჩვენ ...
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილესთან ზურაბ ვაჭარაძესთან ერთად, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მევენახეებთან და ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრა ...
ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა, ვერ შეძლო უკრაინის სიმტკიცის გატეხვა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართვაში აცხადებს. როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, რუსეთმა ვერ შეძლო ევროპის დაყოფა. „ორი წელი… ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაი...
საქართველო მტკიცედ დგას მეგობარი უკრაინელი ხალხის გვერდით, რაც გამოიხატება არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ძლიერი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ -მინისტრი ირაკლი კობახიძე ფეისბუქზე წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რუსეთის სამხედრო აგრესიამ ათიათას...
მედიის ცნობით, ხერსონის ოლქის გენიჩესკის რაიონში რუსული მოიერიშე თვითმფრინავი სუ-34 ჩამოვარდა. ინფორმაციას „რადიო თავისფლება" ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, თვითმხილველებმა ინციდენტის ამსახველი ვიდეო გაავრცელეს. წინასწარი მონაცემებით ბომბდაშენი ჩამოაგდეს. მედიის ინფორმაციითვე, რუსული სუ-3...
მისისიპის შტატში, ამერიკის ეროვნული გვარდიის Apache AH-64 ვერტმფრენი ჩამოვარდა. დაიღუპა ორი ჯარისკაცი.ამის შესახებ ნათქვამია მისისიპის ეროვნული გვარდიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ანგარიშში აღნიშნულია, რომ Apache AH-64 ვერტმფრენი გეგმიურ სასწავლო ფრენას ახორციელებდა. ავიაკატასტროფის შედეგად ვ...