2024 წლის 25 თებერვალს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან 103 წელი გავიდა. საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ოკუპაციის მსხვერ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებზე, საბჭოთა ოკუპაციის 103 წლისთავთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები დაშვებულია. დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით, სხვა ადმინისტრაციულ შენობებზეც.
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამე...
კანადამ და იტალიამ უკრაინასთან უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება მიზნად ისახავს უკრაინის უსაფრთხოების გაძლიერებას, ვიდრე ის არ მიაღწევს თავის მიზანს, გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. „ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იმაში, რაც მე ყოველთვის მჯეროდა, რ...
უკრაინული მედიის ცნობით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავზე ოდესაში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა. ბერბოკი ოდესაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან ერთად ჩავიდა. ეს მისი მეექვსე ვიზიტია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტ...
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ G7-ის ლიდერებს მიმართვისას მოუწოდა უკრაინას დროულად მიაწოდონ დახმარება რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. "თქვენ კარგად იცით, რა გვჭირდება ჩვენი ცის დასაცავად, ჩვენი არმიის გასაძლიერებლად და თქვენ იცით ყველაფერი, რაც ჩვენ გვჭირდება, რომ მხარი დავუჭიროთ ...
თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია Believe in Ukraine გაიმართა. აქციის ორგანიზატორები საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები არიან. ისინი რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით საქართველოს პარლამენტის შენობისკენ გაემართნენ. სოლიდარობის მარშის მონაწილეებმა უკრაინის გიგანტური დროშაც გაშალეს. მსვლელობას შეუერთდნენ ოპოზ...
ხორვატიის ქალაქ ვარაჟდინში ევროპის ჩემპიონატზე 18 მეტრზე სროლაში ქართველმა მშვილდოსანმა სანდრო მაჭავარიანმა წარმატებით იასპარეზა. მან 21-წლამდელთა შორის კონტინენტის პირველობაზე მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ოქროსა და ვერცხლის მედლები ებრაელმა სპორტსმენებმა გაინაწილეს. აღსანიშნავია, რომ დამოუ...
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა პარტნიორების იარაღს სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე არ გამოიყენებს. ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში, პრესკონფერენციაზე ისაუბრა. „რაც შეეხება А-50-სა და მტრის სხვა თვითმფრინავების ჩამოგდებას, ეს ნებისმიერ შემთხვევაში უკრაინისა და პარტნ...
რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომიდან ორი წლისთავზე, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა. საქართველოს დედაქალაქი კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას უკრაინელ ხალხს, უსურვებს მათ მშვიდობასა და ქვეყნის ერთიანობას.
რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის პრესმდივნის, კირა იარმიშის განცხადებით, ნავალნის ცხედარი დედას გადასცეს. „ალექსეის ცხედარი დედას გადასცეს. მადლობა ყველას, ვინც ამას ჩვენთან ერთად მოითხოვდა. ჯერ ლუდმილა ივანოვნა სალეხარდეშია. პანაშვიდები წინაა. ჩვენ არ ვიცით, შეუშლის თუ არა ხელისუფლება მის ისე ჩატარებას ხელს, როგორც ე...
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებული პროცესი გაჩერდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მედპერსონალთან შეხვედრის შემდეგ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საავა...
რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავზე უკრაინის პრეზიდენტი ჰოსტომელში ჩავიდა, იქ, სადაც ზელენსკის თქმით, "კიევის სამ დღეში აღება" უნდა დაწყებულიყო. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ყველა ნორმალურ ადამიანს სურს ომის დასრულება, თუმცა არავინ დაუშვებს უკრაინის დასრულებას. ...
უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, ვიდრე ეს მოხდება, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი განაგრძობს უკრაინის გვერდით დგომას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინაში ომის დაწყებიდან ორი წლისთავთან დაკავშირებით, ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ბრძოლის ველზე ვითარება უკიდურეს...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ შალვა ბედოიძემ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართეს. სამუშაო თათბირზე ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ჩატარებული ღონისძიებების შედეგებსა და არსებულ...