საქართველო პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის შემსწავლელი დროებითი კომისია საბოლოო დასკვნას ორ კვირაში გამოაქვეყნებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს კომისიის თავმჯდომარემ კონსტანტინე გამსახურდიამ განუცხადა, რომლის თქმითაც, ერთწლიანი მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ ზვიად გამსახურდია...
შს სამინისტროს ინფორმაციით, 2010 წლის 27 ნოემბერს სამტრედიის რაიონის საოფელ ღანირში თავისი საკარმიდამო ნაკვეთში აღმოჩენილ იქნა 1951 წელს დაბადებული ნიკოლოზ დომენტის ძე ჯიბაშვილის გვამი, რომელსაც კისრისა და სახის არეში მიყენებული ჰქონდა მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები, რის შედეგადაც აღნიშნული პიროვნება ადგილზე გარდაიცვალა....
კომპანია "ალფას" 2010 წლის საპატიო წოდება მიენიჭა სადაზღევო კომპანია "ალფას" "სოფლის მაშენებლის" ტიტული გადაეცა. "სოფლის მაშენებელი" _ 2010 წლის საპატიო წოდება 30-მდე კომპანიამ მოიპოვა. პრიზი მიიღო ყველაზე ახალგაზრდა კომპანიამაც "ალფა". სოფლის მაშენებელთა და ერის მოამაგეთა დაჯილდოვების ც...
ხვალ, 3 დეკემბერს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას გახსნის. ღონისძიების მიზანი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ არსებული პოლიტიკისა და განხორციელებული პროგრამების მოკლე შეჯამებ...
დღეს, 2 დეკემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჯონ ბასი, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, გახსნის აშშ მთავრობის მიერ დაფინანსებულ ახალ პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას და სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მათი ლიდერების ეფექტიანობის გაძლიერება...
რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და ახლანდელმა პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა სავარაუდოდ იცოდა ლონდონში მიმდინარე ოპერაციის შესახებ, რომლის მიზანიც ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობა იყო. წერს ბრიტანული " The Guardian " და აღნიშნავს, რომ სწორედ ამას ამტკიცებდა მაღალჩინოსანი ამერიკელი დიპლომატი ევროპაში პ...
დასავლეთის თვალში რუსეთი კორუმპირებული, დიქტატორული ქვეყანაა, რომელსაც სათავეში რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი უდგას. ამის შესახებ ინფორმაციას " The Guardian"-ი ინტერნეტ-გვერდ " WikiLeaks "-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ " ...
ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში აქცია "სპილო ოთახში" გაიმართება. როგორც აქციის ორგანიზატორებმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცახდეს, "სპილო ოთახში" - აქციის მიზანია ჩვენს ქუჩებში, ჩვენს სახლებში, ჩვენს გარშემო არსებული ძალადობის აღმოჩენა. აქცია 7 დეკემბერს დილით დაიწყება კონფლ...
დღეს, თბილისში, სასტუმრო "თორში" იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა ირაკლი კობიძემ გახსნა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა, რომელიც სამართალმცოდნეობის მაგისტრანტების სტაჟირების პროგრამას ეძღვნება. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს იურიდიული დახმარების სა...
დღეს რადიო "ძველ ქალაქს", რომელიც ქუთაისიდან დასავლეთ საქართველოზე მაუწყებლობს, დაარსებიდან 15 წელი შეუსრულდა. რადიომ რებრენდინგი დაასრულა და განახლებული ვებსაიტითა და ლოგოთი წარდგა საზოგადოების წინაშე. "ძველი ქალაქის" ძირითადი საქმიანობაა რადიომაუწყებლობა. რადიომაუწყებლობის სიხშირე - 107.9 მეგ...
3-6 დეკემბერს ბათუმი "გიდების ფორუმს" უმასპინძლებს. რეგიონული კონფერენცია სასტუმრო "შერატონში" გაიმართება. კონფერენეცია განიხილავს სამხრეთ კავკასიასა და თურქეთს შორის რეგიონული ტურიზმის პრობლემებსა და პერსპექტივებს, ტურისტული გიდების სტანდარტიზაციისა და გადამზადების პრობლემატურ...
ქალთა საჩოგბურთო ასოციაციამ WTA) მსოფლიოს მე-3 ჩოგანი კიმ კლაისტერსი 2010 წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. მიმდინარე წელს ბელგიელმა ჩოგბურთელმა ხუთი ტურნირი, მათ შორის აშშ-ს ღია პირველობა და სეზონის შემაჯამებელი ტურნირი მოიგო. კლაისტერს ანალოგიური ჯილდო 2005 წელსაც აქვს მოგებული, როდესაც Uშ Oპენ-ზე კ...
ეკონომიკის სამინისტრო ტურისტულ ცენტრებში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას იწყებს. ამ მიზნით ვერა ქობალიას უწყება ტურისტულ ცენტრებში ვიზიტორთათვის სანიტარულ-ჰიგიენური ობიექტების მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ ინტერესთა გამოხატვის მიზნით ფიზიკურ და იურიდიულ პირებს იწვევს. შ...
2 დეკემბერს, ეროვნული ბანკის 90-დღიან N48, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.49%-ით, მაქსიმალური 9.88%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.59%-ით განისაზღვრა. ...
ეროვნული ბანკის 7-დღიან N48, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 103 500 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა სამ კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.50%, მაქსიმალური 7.56%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.52%-ით განისაზღვრა.