საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ნოემბრის თვის ინფლაციის გაანგარიშების პირველი ეტაპი დაიწყო. 10 ნოემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით სამომხმარებლო ფასების რეგისტრაციის საველე სამუშაოები ჩატარდება. კვლევის მიზანი 2011 წლის ნოემბერში საქართველოში ინფლაციის დონის გაანგარიშებაა.
ფასებზე დაკვირვება ფასების 20 რეგისტრატორის მიერ საქართველოს ხუთ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორსა და თელავში მოხდება. ფასები შეგროვდება 1300 სავაჭრო და მომსახურების ობიექტზე.
ნოემბრის თვის ინფლაციის მაჩვენებელი მიმდინარე წლის 2 დეკემბერს გამოქვეყნდება.
მასალის გამოყენების პირობები