დღეს, 12 ოქტომბერს, რუსი ოკუპანტების მიერ გადაკეტილი თეზი-ოკამის სარწყავი არხის პრეზენტაცია გაიმართება. როგორც შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, პრეზენტაციას შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ტატიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი აბულაძე დაესწრებიან. არხი 1956 წელს შევიდ...
"გუდვილს" საუკეთესო ხარისხისთვის ოქროს ვარსკვლავის ტიტული მიენიჭა. ხარისხის საერთაშორისო კონვენციამ საქართველოდან საუკეთესო ხარისხისა და სერვისის მიწოდებისთვის მხოლოდ კომპანია "გუდვილი" წარადგინა. ჯილდოს შესახებ დეტალურ ინფორმაციას კომპანიიის წარმომადგენლები დღეს, 12 ოქტომბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო &...
სარემონტო სამუშაოს გამო, 12 ოქტომბერს, 16:00 საათიდან 18:00 საათამდე, ვაკის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ნუცუბიძის პლატოს I, II მიკრორაიონების, ვაჟა-ფსაველას III, V კვარტლების, ნუცუბიძის, შავგულიძის და მინდელის ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00-იდან 16:00 საათამდე...
დღეს, 12 ოქტომბერს, საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისათვის" მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის გადარჩენაზე იმსჯელებს. როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, საუბარია 2003 წელს გახსნილ მუზეუმზე, რომელსაც 2011 წლის მაისიდან რეაბილიტაცია უტარდება. ამის გამო მასში დაცული ფასდაუდებ...
ღალატის საფასურად ხელისუფლებამ თარგამაძეს პარტია შეუქმნა, დაუფინანსა და გაყალბების გზით პარლამენტში შეიყვანა, - ამის შესახებ ნათქვამია ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მიმართვაში, რომელიც დღეს დილით გავრელდა. ბიზნესმენმა ის პოლიტიკური პარტიები დაასახელა, რომელთანაც თანამშრომლობას გამომორიცხავს. "...
დღეს, 12 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის პროფესორის როსტომ ფარეულიძის წიგნის - "ჩეჩნური ენა" პრეზენტაცია გაიმართება. ნაშრომი ეძღვნება ჩეჩნური ენის სტრუქტურას: ფონეტიკას, მორფოლოგიასა და ძი...
ბიძინა ივანიშვილმა დღეს გავრცელებულ მიმართვაში ის პოლიტიკური პარტიები დაასახელა, ვისთანაც ვერ ითანამშრომლებს. მისი თქმით, ვერ ითანამშრომლებს ფსევდოოპოზიციურ პარტიებთან, რომლებიც ხელისუფლებასთან ფარულ გარიგებასა და კავშირში არიან და მისი ინსტრუქციებით და მითითებებით მოქმედებენ. "მე არ მოვერიდე...
დღეს, 12 ოქტომბერს, 19:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის წინ ჯგუფები "მგზავრები", "ფრანი" და "ურსა" სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას მიულოცავენ. კონცერტს გრანდიოზული ფეიერვერკი დაასრულებს. ღონისძიება სტუ-ის რექტორატისა და სტუდენტური თვითმ...
ბიძინა ივანიშვილმა სოზარ სუბარი თავის პოლიტიკურ ორგანიზაციაში მიიწვია. როგორც დღეს გავრცელებულ ბიზნესმენის მიმართვაშია აღნიშნული, იგი დიდი გულისტკივილით და სინანულით ამბობს, რომ რომ სოზარ სუბარი აღმოჩნდა იქ, სადაც მისი ადგილი არ იყო. "თუ ბატონ სოზარს სურვილი ექნება ჩვენს პოლიტიკურ ორგანიზაციას შემოუერთდეს, მე ამას მხ...
დღეს, 12 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრში (თაბუკაშვილის 5) ოშკის ტაძრის თემაზე პრესკონფერენცია გაიმართება. შუა საუკუნეების ქართული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი - ოშკის ტაძარი, რომელიც ტაო-კლარჯეთში მდება...
დღეს, 12 ოქტომბერს, 11:00 საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში "მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში 2011"-ის თემაზე პრესკონფერენცია გაიმართება. 16-23 ოქტომბერს, ელისო ვირსალაძე და კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრი აწყობს მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს თელ...
დღეს, 12 ოქტომბერს, იტალიელ ტენორს, ლუჩანო პავაროტის, 76 წელი შეუსრულდებოდა. პავაროტი 1935 წლის 12 ოქტომბერს დაიბადა. პავაროტი იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თანამედროვე ვოკალურ შემსრულებელთაგან ოპერის სამყაროში და მრავალ სხვა სამუსიკო ჟანრში. განთქმულია სატელევიზიო კონცერტებით. პავაროტი სამ უდიდეს ტენორთაგან ერ...
დღეს, 12 ოქტომბერს, ბრაზილიაში რიო-დე-ჟანეიროს სიმბოლოს, მსოფლიოს ახალი საოცრების, ქრისტეს ქანდაკების 80 წლისთავს აღნიშნავენ. კრისტო-რედენტორი ("მხსნელი ქრისტე"), ქრისტეს ცნობილი ქანდაკება, მდებარეობს ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროში, კორკოვადოს მთაზე. კორკოვადოს 710-მეტრიან მთაზე ქრისტეს უზარმაზარი ქანდაკების აღმართ...
ბიძინა ივანიშვილმა "ქართუ ჯგუფის" პრეზიდენტი გიგა ჩრდილელი ხელისუფლების მიერ დავერბოვკებულ აგენტად დაასახელა, - ამის შესახებ ნათქვამია ბიზნესმენის მიერ დღეს გავრცელებულ მიმართვაში. ივანიშვილი აღნიშნავს, რომ მისთვის ცნობილია, რომ მთელი მთავრობა, მთელი სახელისუფლო გუნდი გაოგნებულია რატომ გაიგეს დაგვ...
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში წასვლის მიზეზებზე საუბრობს. როგორც დღეს გავრცელებულ ბიზნესმენის მიმართვაშია ნათქვამი, ამის ერთი-ერთი მიზეზი მისი უფროსის ვაჟის სურვილი იყო. "ჩემმა უფროსმა ვაჟმა, უტამ მითხრა, თუ შენ არ წახვალ პოლიტიკაში, მაშინ მე წავალო", - ნათქვამია მიმართვაში და იქვე ბიზნესმენი აღნიშნავ...