ENG / RUS       12+

ყველა სიახლე

  • საპატრიარქო რელიგიის შესახებ ახლადმიღებულ კანონთან დაკავშირებით ხელისუფლებისგან ”დადებით ნაბიჯს” ელოდება

    საპატრიარქო რელიგიის შესახებ ახლადმიღებულ კანონთან დაკავშირებით ხელისუფლებისგან ”დადებით ნაბიჯს” ელოდება

    საქართველოს საპატრიარქო რელიგიის შესახებ კანონზე წმ. სინოდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "ბოლო დროს საზოგადოებაში ვრცელდება ხმები, თითქოს რელიგიის შესახებ ახლადმიღებულ კანონთან დაკავშირებით სინოდის წევრთა აზრი გაიყო და ამიტომ ეკლესიამ უკან დაიხია, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება...

    24 ივლისი 2011, 16:43
  • ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში ქვის საამქრო აფეთქდა

    ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში ქვის საამქრო აფეთქდა

    კახეთში აფეთქება მოხდა. ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში ქვის საამქრო აფეთქდა. მძიმედაა დაშავებული ერთი ადამიანი, შუახნის მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია, მას სხეულის დამწვრობა აქვს მიღებული და ლაგოდეხის საავადმყოფოს რეანიმაციაშია მოთავსებული. დაზარალებულის დედაქალაქში გამოსაყვანად, თბილისიდან უკვ...

    24 ივლისი 2011, 16:33
  •  ”ბათუმის პოლიტიკურ თამაშებში” ახალგაზრდა ”თავისუფალმა დემოკრატებმა” გაიმარჯვეს

    ”ბათუმის პოლიტიკურ თამაშებში” ახალგაზრდა ”თავისუფალმა დემოკრატებმა” გაიმარჯვეს

    "ბათუმის პოლიტიკური თამაშების" გამარჯვებული "თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზრდული ფრთა გახდა. მონაწილეთა დაჯილდოება ბათუმში, სასტუმრო "ერა პალასში" გუშინ გაიმართა. გამარჯვებულებმა ფინალში "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" დაამარცხეს. "უპირველეს ყო...

    24 ივლისი 2011, 15:52
  • სოფელ ხაჯალიაში ახალი სკოლა აშენდება

    სოფელ ხაჯალიაში ახალი სკოლა აშენდება

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოდგილე ნუდარ სურგულაძემ ლანჩხუთის რაიონის სოფელ ხაჯალიაში ის ადგილი მოინახულა, სადაც სამინისტროს დაფინანსებით ახალი, თანამედროვე სკოლა აშენდება. სოფელი ხაჯალია ძირითადად შიდა მიგრაციის დროს მაღალმთიანი აჭარიდან ჩამოსახლებული მოსახლეობითაა დასახლებული. ...

    24 ივლისი 2011, 15:46
  • თელავში აკვაპარკი გაიხსნა

    თელავში აკვაპარკი გაიხსნა

    თელავში აკვაპარკი გაიხსნა. კახელებს ცხელი ზაფხულის გატარება ქალაქიდან გაუსვლელად შეეძლებათ. ახალ სეზონზე დასრულდა მშენებლობის მეორე ეტაპი. პარკს დაემატა სასრიალოები, აუზები და კვების ობიექტები. აკვაპარკში დასვენება ერთ ადამიანს მთელი დღის განმავლობაში 10 ლარად შეეძლება. ახალი აკვაპარკი კახეთის გუბერნატორ...

    24 ივლისი 2011, 15:12
  • იემენში განხორციელებულ ტერაქტს 8 ჯარისკაცი ემსხვერპლა

    იემენში განხორციელებულ ტერაქტს 8 ჯარისკაცი ემსხვერპლა

    იემენში, ზღვისპირა ქალაქ ადენში განხორციელებულ ტერაქტს 8 ჯარისკაცი ემსხვერპლა და 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას იემენის სამართალდამცველი უწყებები ავრცელებენ. მათი ცნობით, აფეთქება ადენის სამხედრო ნაწილთან იმ დროს მოხდა, როდესაც ჯარისკაცების ნაწილი აბიანის პროვინცია აბიანში წასას...

    24 ივლისი 2011, 14:41
  • ჩვენ თვითონ" პირუტყვის ვაქცინაციას ითხოვს

    ჩვენ თვითონ" პირუტყვის ვაქცინაციას ითხოვს

    პოლიტიკური მოძრაობა "ჩვენ თვითონ", ჯილეხის ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად, ხელისუფლებას საგანგებო ზომების გატარებისკენ მოუწოდებს. გაერთიანების წარმომადგენლის გიორგი ხოკერაშვილის განცხადებით, ჯილეხის გავრცელების რიცხვმა პიკს მიაღწია, ამის მიზეზი კი ვეტერინარული კონტროლის შესუსტება გახდა. "ჩვენ თვითონ" ს...

    24 ივლისი 2011, 14:11
  •  ილია მეორე: მე არ შემხვედრია მოღალატე სასულიერო პირი, ამიტომ უპასუხისმგებლობაა იმაზე ლაპარაკი, რომ ეკლესიაში შესაძლოა განხეთქილება მოხდეს

    ილია მეორე: მე არ შემხვედრია მოღალატე სასულიერო პირი, ამიტომ უპასუხისმგებლობაა იმაზე ლაპარაკი, რომ ეკლესიაში შესაძლოა განხეთქილება მოხდეს

    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო ქადაგებაზე რამდენიმე დღის წინ ჩატარებულ წმინდა სინოდის სხდომაზე ისაუბრა. როგორც პატრიარქმა ბრძანა, წმინდა სინოდის სხდომაზე მსჯელობა იყო იმ ურთიერთობაზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის უნდა ყოფილიყო. "იქ უნდა გამოთქმულიყო ერთი ექსპერტის...

    24 ივლისი 2011, 14:05
  • ილია მეორე მრევლს ლოცვისკენ მოუწოდებს, რათა მისი და რუსეთის პატრიარქის შეხვედრა დადებითი შედეგით დასრულდეს

    ილია მეორე მრევლს ლოცვისკენ მოუწოდებს, რათა მისი და რუსეთის პატრიარქის შეხვედრა დადებითი შედეგით დასრულდეს

    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მრევლს ლოცვისკენ მოუწოდებს, რათა მისი და რუსეთის პატრიარქის კიევში დაგეგმილი შეხვედრა დადებითი შედეგით დასრულდეს. როგორც პატრიარქმა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, საქართველოს ეკლესიის დელეგაცია კიევში ხვალ გაემგზავრება...

    24 ივლისი 2011, 13:52
  • ნინოწმინდაში მიწისძვრა მოხდა

    ნინოწმინდაში მიწისძვრა მოხდა

    ნინოწმინდის რაიონში, 02:49 წუთზე მიწისძვრა მოხდა. როგორც სეისმური მონიტორინგის ცენტრი იუწყება, მიწისძვრის სიძლიერემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ ჯიგრაშენში იყო. მისი ბიძგები 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

    24 ივლისი 2011, 13:45
  • ნორვეგიის პოლიციას ანდერს ბეჰრინგ ბრეივიკის გარდა, ტერაქტში სხვა ეჭვმიტანილი არ ჰყავს

    ნორვეგიის პოლიციას ანდერს ბეჰრინგ ბრეივიკის გარდა, ტერაქტში სხვა ეჭვმიტანილი არ ჰყავს

    ნორვეგიის პოლიციას ანდერს ბეჰრინგ ბრეივიკის გარდა ტერაქტში სხვა ეჭვმიტანილი არ ჰყავს. სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით, ბრეივიკი მარტო მოქმედებდა და ახალგაზრდულ ბანაკზე თავდასხმა მხოლოდ მან განახორციელა. ასევე მისი დაგეგმილი იყო ოსლოს ცენტრში, პრემიერ-მინისტრის ოფისთან განხორციელებული თავდასხმაც. ...

    24 ივლისი 2011, 13:42
  • ნორვეგიაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაკარგული ქართველი გოგონას ადგილსამყოფელის დადგენაში საქართველოს საელჩო ჩაერთო

    ნორვეგიაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაკარგული ქართველი გოგონას ადგილსამყოფელის დადგენაში საქართველოს საელჩო ჩაერთო

    ნორვეგიაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაკარგული ქართველი გოგონას ადგილსამყოფელის დადგენას საქართველოს საელჩოც ცდილობს. როგორც დანიაი  საქართველოს კონსული ნინო ქოჩორაშვილი აცხადებს, აღნიშნულთან დაკავშირებით ნორვეგიის სამეფოს შესაბამის უწყებებთან საელჩოს ინტენსიური კავშირი აქვს. "გუშინ მთ...

    24 ივლისი 2011, 13:23
  • ძლიერმა ქარმა და წვიმამ რუსთავი სერიოზულად დააზარალა

    ძლიერმა ქარმა და წვიმამ რუსთავი სერიოზულად დააზარალა

    ძლიერმა ქარმა და წვიმამ რუსთავს სერიოზული ზარალი მიაყენა. მსხვერპლი არ არის, მაგრამ დატბორილია სახლები და დაზიანებულია შენობები. მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის ადგილზე ქვემო ქართლის სამაშველო სამსახურისა და სახანძრო ჯგუფები მუშაობდნენ. ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის.

    24 ივლისი 2011, 13:00
  • დამწვრობის ეროვნულ ცენტრში გარუჯვის შედეგად მიღებული დამწვრობით კიდევ ერთი პაციენტი მოათავსეს

    დამწვრობის ეროვნულ ცენტრში გარუჯვის შედეგად მიღებული დამწვრობით კიდევ ერთი პაციენტი მოათავსეს

    დამწვრობის ეროვნულ ცენტრში გარუჯვის შედეგად მიღებული დამწვრობით კიდევ ერთი პაციენტი მოათავსეს. 24 წლის გოგონამ გარუჯვა ამჯერად ლეღვის ფოთლების გარეშე, თბილისის ზღვაზე სცადა. ექიმების შეფასებით, მას სხეულის 60% აქვს დამწვარი. დაშავებულსდამწვრობა გულ-მკერდის, მკლავებისა და ზურგის არეში აქვს მიღებული. პაციენტს ...

    24 ივლისი 2011, 12:55
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოსლოში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოსლოში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოსლოს ცენტრში მომხდარი აფეთქებისა და ნორვეგიის კუნძულ უტოიაზე ახალგაზრდულ ბანაკზე განხორციელებული შემზარავი თავდასხმის შედეგად ათეულობით ადამიანის დაღუპვისა და ასზე მეტი მოქალაქის დაშავების გამო მწუხარებას გამოთქვამს. "საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს ნების...

    24 ივლისი 2011, 12:45