10 თებერვალს, თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა, ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს. რწმუნებათა სიგელების ასლის გადაცემის შემდეგ, გაიმართა შეხვედრა, რომლის დროსაც განხილული იქნა საქართველო-თურქეთის ორმხრივი და მრავალმხრივი ...
საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ საზღვართან მიწისძვრა დაფიქსირდა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" ილიაუნის სეისმური მონიტორინგის ცენტრში განუცხადეს, მიწისძვრა 16:06 საათზე დააფიქსირდა, რომლის სიმძლავრემ 5, 4 მაგნიტუდა შეადგინა. ,,მიწისძვრის ეპიცენტრი აზერბაიჯანში, შემახადან 50 კილომეტრში და საქართველოს უკიდურეს აღმოსავლე...
რუმინეთში ვიზიტად მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად რუმინეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე სტეფან ოპრეასა და მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა. ქართული მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხე...
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კიდევ ერთი ინოვაცია შესთავაზა საბანკო სექტორს. დღეიდან ქართულ საბანკო სისტემაში მომსახურების გაწევის ახალი ფორმა - ელექტრონული ხელმოწერა ამოქმედდა. ახალ ინიციატივას პროექტის საწყისი ეტაპიდანვე პროკრედიტ ბანკი შეუერთდა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მის განვითარებაში და ...
პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ მისი მოადგილის მარინა მიზანდარის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით მიმართა. გურამ ოდიშარია აცხადებს, რომ მარინე მიზანდარი საუბრობდა ულტიმატუმის ენით და მისი მუშაობის სტილი არ იყო დაფუძნებული გუნდურობის პრინციპზ...
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში მედიაციის ღია კარის დღე გაიმართა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" სასამართლოდან აცნობეს პროექტის პრეზენტაციას სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოწვეულ სტუმრებს უზენაეს...
დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად რუმინეთს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. პარლამენტის თავმჯდომარემ პირველი შეხვედრა რუმინეთის სენატის სპიკერთან, კრინ ანტონესკუსთან გამართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საპარლამენტის დელეგაციის წევრები: რუმინეთის ...
,,გაყიდვების მართვის კომპანია', რომლის მიერ არის შექმნილი ნიშანი ,,აირჩიე ქართული" პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას მიესალმება, რომელიც ადგილობრივი წარმოების, მცირე და საშუალო ბიზნესის ინოვაციური განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობას გულისხმობს, სახელწოდებით ,,აწარმოე ქართული". ...
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ვიქტორ დოლიძის ხელმძღვანელობით, 12-15 თებერვალს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის მე-13 სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. ასამბლეაზე მიწვეული დელეგაციები დემოკრატიის, ადამიანის უფლებათ...
ადამიანის უფლებათა საკითხებში საქართველოს მთავრობის მრჩეველი თომას ჰამერბერგი გეგუთის ციხეში მიმდინარე პროცესებს შეისწავლის და პასუხისმგებელ პირებსაც შეხვდება. ,,გეგუთის ციხეში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ვისაუბრებ პასუხისმგებელ პირებთან ერთად და ჩემს მოსაზრებასაც მოვახსენებ. საქართველოში ერთი კვირის გ...
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი არ გამორიცხავს, რომ გეგუთის ციხეში სიტუაციის დაძაბვა ხელოვნურად ხდებოდეს. როგორც საკითხის კომენტირებისას ნანუაშვილმა განაცხადა ციხეში სიტუაციის დარეგულირება და გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა უნდა მოხდეს. ,,გეგუთის ციხეში სიტუაცია უნდა დარეგულირდეს, უნდა მოხდეს გარკვეული...
გეგუთის ციხესთან პატიმართა მშობლებმა ძალის გამოყენებით გეგუთის ციხეში შესვლა სცადეს. თუმცა მათი ქმედება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამსახურის წარმომადგენლებმა აღკვეთეს. შეგახსენებთ, რომ პატიმრები უკვე რამდენიმე დღეა, შიმშილობენ და ციხის დირექტორის გათავისუფლებას ითხოვენ. ...
შინაგან საქმეთა სამინისტროში სოციალური კამპანიის - „შეიკარი ღვედი" და კამპანიის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ცინარიძე, მისი მოადგილე ლევან მაჭავარიანი, ექსპერტები შ...
2013 წელს, ფრინველებზე დაკვირვების მიზნით აჭარას 113 უცხოელი სტუმარი ეწვია. როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში განმარტავენ, მათ სათვალთვალო პუნქტებთან განლაგებულ სოფლის სასტუმრო სახლებში ჯამში 1.010 ღამე გაათენეს, მაშინ როცა 2012 წელს იგივე მიზნით აჭარას 36 ტურისტი სტუმრობდა და სასტუმრო სახლების დატვირთვა სულ 493 ღამეს შეად...
ტყიბულის რაიონში, მინდელის მაღაროში ელმავლის მემანქანე დაშავდა. მურად ჭელიძე ძლიერი დაზიანებით ქუთაისის სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. ის გვირაბში ჩარჩენილ ქვანახშირით დატვირთულ რამდენიმე ვაგონს ელმავლით დაეჯახა. მომხდარის შემდეგ, დაზარალებულს თავად მოუწია რამდენიმე კილომეტრის ფეხით გამოვლა, ...