პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის მხარდაჭერისაგან, კენჭისყრაზე, თავი შეიკავა.
ბესელია-ფოფხაზე-სესიაშვილის კანონპროექტის წინააღმდე მისცეს ხმა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა.
კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვაში მონაწილეობა არ მიიღეს ფრაქცია "თავისუფალმა დემოკრატებმა" და "რესპუბლიკელებმა" თინათინ ხიდაშლმა. მათ პლენარული სხდომა, კანონპროექტის მეორე მოსმენით გახილვისას, პროტესტის ნიშნად დატოვეს.
პარლამენტმა ფარული მოსმენების შესახებ კანონი 73 ხმით მიიღო.. 30 დეპუტატმა ხმა პროექტის წინააღმდეგ მისცა.
კანონპროექტთა პაკეტი პრეზიდენტს საკანონმდებლო ორგანოდან დღესვე გადაეგზავნება. სწორესდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი მოაწერს თუ არა ხელს დოკუმენტს პრეზიდენტი.
მასალის გამოყენების პირობები