23 იანვარს, ეროვნული ბანკის 7-დღიან N4, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 480 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა ორ კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 3.77 პროცენტით, მაქსიმალური 3.82 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 3.81 პროცენტით განისაზღვრა. ...
22 იანვრიდან 26 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთში, ქალაქ მადრიდში, საერთაშორისო ტურიზმის გამოფენა- ბაზრობაში „FITUR 2014" მონაწილეობს. აღნიშნული გამოფენა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია მსოფლიოში, მასში 10 644 კომპანია მონაწილეობს 166 ქვეყნიდან, 7 532 ჟურნალისტი ეს...
24-26 იანვარს, 19:00 საათზე, ევროპის სახლში ქართველი მხატვრის, აკაკი გაჩეჩილაძის პერსონალური გამოფენა `ფერადი ფიქრები~ გაიმართება (თავისუფლების მოედანი #1). გამოფენის მხარდამჭერია _ სს `ენერგო-პრო ჯორჯია~. აკაკი გაჩეჩილაძე კომპანიაში მისი დაარსებიდანვე მუშაობს. პროფესიით ენერგტიკოსია. თუმცა, თავის იდენტობას მხატვრობ...
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ავსტრიის რესპუბლიკაში, ქ. ვენაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ეუთო-ს გენერალურ მდივანს ლამბერტო ზანიერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მიმდებარე სოფლებში არსებული ვითარ...
საქართველოს მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი საზოგადოებას საკუთარ ხედვებს და გეგმებს აცნობს და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ: უპირველეს ყოვლისა, მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს, ი...
თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესი საფრანგეთსა და საქართველოში დღეს ერთმანეთის პარალელურად გაიმართება. ფრანგული სასამართლო კეზერაშვილის სამშობლოში ექსტრადაციის საკითხს განიხილავს. ყოფილი მინისტრის ინტერესებს სასამართლოში უცხოელი ადვოკატები დაიცავენ. თბილისის საქალაქო სა...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს კანონის პროექტი "საფოსტო კავშირის შესახებ" მოამზადა. სამინისტროს მიერ შემუშავებულ კანონპროექტში გათვალისწინებულია საფოსტო კავშირის სფეროში ჩვენი ქვეყნის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) და ევროკავშირის შესაბამ...
სომხეთში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი იგეგმება, ამის შესახებ განცხადებას სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი აკეთებს. აღნიშნულის შესახებ კომენტარი ნალბანდიანმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც საქართველოსთან და ირანთან ურთიერთობების შესაძლო გამწვავებას შეეხე...
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უკრაინაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ: ,,კიევში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს მსოფლიოც და ჩვენც შეშფოთებით ვადევნებთ თვალს. ქვეყანა რთულ პერიოდს გადის და დაძაბულო...
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცოფის შემთხვევების გამოვლენის გამო ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭიაურში მდებარე ფერმა და მისი მიმდებარე ტერიტორია არაკეთილსაიმედოდ გამოაცხადა და 2-თვიანი შეზღუდვა დააწესა. ცოფით დაავადებული 3 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი დაიკლა და დაიმარხა, რაც გამორიცხავს გავრცელებულ ინფორმაცია...
დავოსში მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფინელ კოლეგას ირკი კატაინენს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები დასახეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ირკი კიტაიანენს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, არაღ...
საქართველოს უახლოეს პერიოდში ესტონეთის პრეზიდენტი ტომას ილვესი ეწვევა. ტომას ილვესისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შედგა, სადაც ესტონეთის პრეზიდენტმა სურვილი გამოთქვა საქართველოს ეწვიოს, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ოფიციალურ მოწვევა ესტონეთის პრეზიდენტს უახლოეს ...
უკრაინის პატრიარქმა ფილარეტმა უარი თქვა პრეზიდენტ იანუკოვიჩის მიერ მისთვის მინიჭებულ პირველი ხარისხის ორდენზე "დამსახურებებისათვის". "უკრაინის პრეზიდენტის ინტერნეტ-გვერდზე განთავსებული შეტყობინებიდან ცნობილი გახდა, რომ მე სახელმწიფოს მეთაურმა პირველი ხარისხის ორდენით დამაჯილდოვა "...
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-11 განყოფილების და ამავე სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ალექსი ხ. ცეცხლსასროლი იარაღის მა...
დღეს, 23 იანვარს, 12:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სასტუმრო „თბილისი მერიოტში" შეხვედრას გამართავს. მისამართი: რუსთაველის გამზირი #13, თბილისი