უკრაინული ტელეკომპანია "ინტერის" ოფისზე თავდასხმა განხორციელდა. თავდამსხმელებმა შენობის შესასვლელი კარი და ფანჯრები ჩაამსხვრიეს.
თავდასხმის შედეგად არხის თანამშრომლები არ დაშავებულან. მილიციამ რამდენიმე თავდამსხმელი დააკავა. "ინტერის" წინააღმდეგ აგრესიამ მას შემდეგ იმატა, რაც ტელეკომპანიის ეთერში რუსული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით საახალწლო კონცერტის ტრანსლაცია გადაიცა.
კონცერტში კიევის მიერ "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადებული მომღერლები იოზიფ კობზონი, ოლეგ გაზმანოვი და ვალერიაც მონაწილეობდნენ.