გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურის თანამშრომლებმა, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუს ტერიტორიაზე, დაუდგენელი პირების მიერ მოჭრილი და დასაწყობებული 30-მდე კუბური მეტრი ნაძვის ჯიშის ხე- ტყე (მრგვალი მორები) აღმოაჩინეს. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა, მასალები შემდგო...
სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის პროექტი მთელი ქვეყნის ტერიტორიას მოიცავს. ინვენტარიზაციის პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით 8 იანვარს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილმა პრეზენტაცია გამართა. პროექტის მიზანია სახელმწიფო ქონების აღრიცხვა და რეგისტრაცია ქვეყნის მასშტ...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, ამ სეზონზე გრიპის ვირუსი ჯერ არ გამოვლენილა, თუმცა ვირუსის გააქტიურება თებერვალშია მოსალოდნელი. ,,გაციება შარშანდელთან შედარებით მეტია, მაგრამ გრიპი ჯერ არ გამოჩენილა. სახელმწიფო პროგრამით გრიპზე ჩვ...
ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეაზე თავდასხმის გეგმა შეიმუშავა. ამის შესახებ გაზეთი JoongAng Daily იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ფხენიანის გეგმა სამხრეთ კორეის ოკუპაციას ერთ კვირაში ითვალისწინებს, იმ შემთხვევაში კი, თუ სეული წინააღმდეგობას გაწევს ან კონფლიქტში შეერთებული შტატები ჩაერევა, სამხრეთ ...
კიდევ ერთი თავდასხმა პარიზში. ცოტა ხნის წინ ქალაქის სამხრეთ გარეუბანში პოლიციელს ესროლეს, რის შედეგადაც ის მსუბუქად დაიჭრა. თავდამსხმელი ფერადკანიანი ახალგაზრდა აღმოჩნდა, რომელიც უკვე დააკავეს. ინციდენტის სხვა დეტალები უცნობია. პარიზის პოლიციის მტკიცებით, თავდასხმა გუშინდელ ტერაქტს არ უკავშირდება. მასშტაბური ტ...
ნოემბერში მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს ბაზარზე მოქმედ სამივე სალიზინგო კომპანიას შორის: სს „თიბისი ლიზინგი", შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანია" და სს „ალიანს ჯგუფი ლიზინგი" გაფორმდა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, რომლის თანახმადაც სალიზინგო კ...
თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ,,თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი პარტიის საფრანგეთში დაღუპული ჟურნალისტების და სამართალდამცავების ოჯახებს, ფრანგ ხალხს და საფრანგეთის ხელისუფლებას უსამძიმრებს. ალასანიას განცხადებით, Charlie Hebdo" რედაქციაზე მომხდარი თავდასხმა დემოკრატიული ღირებულებების წინა...
მაშველები ლიტველი ტურისტების თოვლიდან გამოყვანას ცდილობენ. ცოტა ხნის წინ, გუდაურის სამაშველო ცენტრში შევიდა შეტყობინება, რომ რამდენიმე უცხოელი ტურისტი გუდაურის მახლობლად გაუკვალავ თოვლში არის ჩარჩენილი. მაშველები დასახმარებლად სპეციალური აღჭურვილობით გავიდნენ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს ავღანეთში ქართველ სამხედროებთან ერთად შეხვდა. ბაგრამის საავიაციო ბაზაზე 51-ე ბატალიონის პირად შემადგენლობას შობა საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა ბესო ხატიაშვილმა, ავღან...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თვამჯდომარე რიკოთის უღელტეხილზე გაემგზავრა. ვაჟა ფანჩულიძე შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნობა. ინტენსიური თოვის გამო, რიკოთის უღელტეხილზე, თბილისი-სენაკი-ლსელიძის საავტომობილო გზის კმ135-კმ156 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონ...
ახალციხეში, კერძოდ კი ნინოწმინდაში კაცი გაიყინა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" შსს-ში განუცხადეს უამინდობისას იგი სახლიდან ნასვამი გამოვიდა და სახლში არ დაბრუნებულა. ამის შემდეგ მისმა ახლობლებმა ,,112"-ში დარეკეს და სამართალდამცველებმა და მაშველებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ გაყინული იპოვნეს ...
კომპანია Boeing-მა 2014 წელს 1432 თვითმფრინავის მიწოდებაზე მიიღო შეკვეთა. აღნიშნული გარიგებების ღირებულება კი საერთო ჯამში 232,7 მლრდ დოლარადაა შეფასებული. ყველაზე მაღალი მოთხოვნა საშუალომაგისტრალურ მარშუტებზე გამოსაყენებელ Boeing 737-ზე მოდის, რომელიც კომპანიას 2014 წელს 1104 ერთეული დაუკვეთეს. ასევე, ლ...
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, თაღლითობის ფაქტზე მოქალაქე დავით ჯინჭარაძე დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, ერთერთ მოქალაქეს დაპირდა, რომ მსჯავრდებული პირის შეწყალების სანაცვლოდ, შეწყალების კომისიის წევრებს გადასცემდა 5 000 ლარს. რის შედეგადაც, მსჯავრდებული გათავისუფლდებოდა დარჩენილი მოსახ...
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გმობს პარიზში მომხდარი საზარელ ტერორისტული აქტს და საფრანგეთის ხელისუფლებასა და ფრანგ ხალხს თანადგომას უცხადებს. ,,ამ განსაცდელის ჟამს ჩვენ მტკიცე თანადგომას ვუცხადებთ საფრანგეთის რესპუბლიკის ხელისუფლებასა და ფრანგ ხალხს. ჩვენ ვართ თქვენს გვერდით, რათა დავიცვათ ჩვენი ს...
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მწუხარებას გამოთქვამს პარიზში მომხდარი საზარელი ტერორისტული აქტის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს. ,,სიტყვის თავისუფლება კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარია, რომელსაც თანამედროვე შავი ჭირი - რელიგიური ფანატიზმი ვერ დაამარცხებს.სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს და ფრ...