იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 39-ე სესიაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ ანგარიში წარადგინა სახელმწიფოს მხრიდან ბოლო პერიოდში მიღწეული პროგრესის შესახებ. მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის, იკომოსის და კომიტეტის წევრი ქვეყნების მიერ უაღრესად პოზიტიურად შეფასდა ქვეყნის მიერ მსოფლიო მ...
უკრაინამ ყირიმს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა. ამის შესახებ გვიან ღამით “უკრენერგოს” ხელმძღვანელობამ განაცხადა. რუსეთის მიერ ანექსირებულ ნახევარკუნძულს დენი 24.00-დან აღარ მიეწოდება. ცნობილი ხდება ისიც, რომ კიევმა რუსული გაზის იმპორტზე უარი თქვა. ამის მიზეზი “ნეფტოგაზსა” ...
ინდონეზიაში დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ქალაქ მედანთან მომხდარ ავიაკატასტროფას ბოლო მონაცემებით, 141 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან. თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში დასახლებულ რაიონში ცამოვარდა. კატასტროფის მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.
ევროპის ლიდერმა სასტუმროების ქსელმა „აკორ ჯგუფი“ თბილისში ახალი 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო „მერკური თბილისი ოლდ თაუნ“ გახსნა. სასტუმრო ბუტიკის ტიპისაა. იგი განთავსებულია თბილისის ცენტრში, გორგასლის ქუჩაზე. სასტუმროს გახსნის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღაიბაშვ...
პარლამენტში დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე იმსჯელებენ. საკითხი სესიაზე მეორე მოსმენით გადის. ინიციატივა, რომელიც კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოყოფასა და უსაფრთხოების სახელმწიფო სამსხურის ცალკე უწყებად ჩამოყალი...
ხაშურის რაიონის სოფელ ფლევში 74 წლის ქალი საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. გარდაცვლილი დილით მეზობლებმა ნახეს და პოლიციას შეატყობინეს. თვითმხილველთა თქმით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი აღენიშნებოდა და მსხვერპლი სახლში მარტო იმყოფებოდა. სამართალდამცავებმა რამდენიმე ადამიანი დაკითხეს, თუმცა არავინ დაუკავებიათ. აღძრულია სის...
თბილისის ბაგა-ბაღებში 2015-16 სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია დღეს 13 საათზე დაიწყება. პირველ ეტაპზე დარეგისტრირდებიან 100 ათასზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის ბავშვები, ასევე, სპეციალური საჭიროების მქონე პატარები და სტიქიის შედეგად დაზარალებუოლი ოჯახების შვილები. ხოლო მათ, ვინც ამ კატეგორიებს ა...
თბილისში სტიქიის შედეგად დაზიანებული კერძო ობიექტების მეპატრონეებისთვის ზარალის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. დედაქალაქის მერის ინფომრაციით, პირველ ეტაპზე პრიორიტეტული სტიქის შედეგად დაზარალებული ოჯახებია, რომელთა განსახლებისა და კომპენსაციის პროცესი უახლოეს დღეებში დაიეწყება, მას შემდეგ, რაც ს...
სუპერთასზე დასასწრები ბილეთები სალაროებში გაიყიდება. უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სიტყვიერი შეთანხმების შედეგად ბილეთების გაყიდვაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ფედერაციამ აიღო. დღეს უეფას ხელმძღავნელობასთან ვიდეო აუდიენციაა დაგეგმილი, სადაც ბილეთების გაყიდვის დეტალებს განიხილავენ. ფედერაცია უეფასთან ასევე&nbs...
დეფოლტის გამო საბერძნეთი პანიკამ მოიცვა. მას შემდეგ, რაც მთავრობამ საბანკო და ფინანსური სექტორის კონტროლი გაამკაცრა, ადგილობრივი ბანკები დროებით დაიხურა, რის გამოც მოსახლეობა საბანკო მომსახურებით ვეღარ სარგებლობს. დროებითი შეზღუდვების მიუხედავად, ადგილობრივ მაღაზიებსა და სავაჭრო დაწესებულებებში გრძელი რიგები დგას...
ათენში მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება. მოსახლეობის ნაწილი საერთაშორისო კრედიტორთა მოთხოვნებს აპროტესტებს და ლიბერალური ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს, ნაწილი კი ევროზონიდან გამოსვლის დაუშვებლად მიიჩნევს და დონორებთან კომპრომისის მიღწევის იმედი აქვს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის...
საბერძნეთი დეფოლტის პირასაა. ათენმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის მილიარდნახევარი ევროს გადახდა ვერ შეძლო, რის გამოც ევროპისგან ფინანსური დახმარების მიღების შესაძლებლობა დაკარგა. ახალი საკრედიტო ხაზის გახსნა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ საბერძნეთის ხელისუფლება საერთაშორისო კრედიტორ...
პუტინმა სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შეთანხმების რატიფიკაციის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა. ამის შესახებ სააგენტო ინტერფაქსი იტყობინება. მანამდე დეფაქტო დოკუმენტის რატიფიცირება რუსეთის ფედერაციის საბჭომ მოახდინა. ხელშეკრულებას მხარეებმა ხელი 18 მარტს მოსკოვში მოაწერეს.
ბიზნესმენი თამაზ ელისბარაშვილი 13 ივნისს სტიქიის შედეგად დაზარალებულთა სიების დაზუსტებას ითხოვს. როგორც წყალდიდობით განადგურებული ძაღლების თავშესაფრის მეპატრონემ „არჩევანში“ განაცხადა, სიებში არის შეტანილი ისეთი გვარები, რომელთაც სვანიძის ქუჩაზე არასდროს უცხოვრიათ. „ასევე დასაზუსტებელია სიები. ა...
თბილისის ცენტრში მარჯანიშვილის ქუჩა დაიტბორა. „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, დატბორვის მიზეზი მაგისტრალური წყალსადენის დაზიანება გახდა. ტელეკომპანიის ცნობით, წყალი შევარდა ასევე სავაჭრო ობიექტებში და საცხოვრებელ სახლებში. საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია.