გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოსა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, კუკის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი გემის “BERKAY N” მიერ, ნავთობპროდუქტებით ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გემის კაპიტანს -თურქეთის მოქალქეს დაეკისრა ჯარიმა 65 ათასი ლარის ოდენობით. ასევე, მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დადგენა.
გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს ჯარიმის სრულად გადახდის შემდეგ დატოვებს.