ჩინეთის უმდიდრესი ადამიანის შემოსავალი ”შავი ორშაბათის” შემდეგ 3,6 მილიარდი დოლარით შემცირდა. 2007 წლის საფონდო ბირჟის უძლიერესი კრახის შემდეგ ჩინეთის უმდიდრესი ბიზნესმენის, Dalian Wanda Group-ის ხელმძღვანელის ვანგ ცზიანლინის შემოსავალი ერთ დღეში 3,6 მილიარდით შემცირდა, - იტყობინება Bloomberg -ი.
ჩინეთში მცხოვრებმა მილიარდერებმა ერთობლიობაში ”შავი ორშაბათს” - 24 აგვისტოს დაახლოებით 14 მილიარდი დოლარი, ან მათი შემოსავლების 6% დაკარგეს. ძლიერ დაზარალდნენ ბიზნესმენები ინდოეთში, ერთ დღეში ისინი 6,6%-ით გაღარიბდნენ, Reliance Industries-ის ხელმძღვანელმა მუკეშ ამბანმა დაკარგა 1,8 მილიარდი დოლარი.
იმავდროულად, იაპონელმა მილიარდერებმა გაზარდეს საკუთარი შემოსავალი. მათ დაეხმარა ეროვნული ვალუტის გამყარება. 24 აგვისტოს იენის კურსი დოლართან მიმართებაში 1,5 თვეში მაქსიმუმამდე გაიზარდა. შედეგად უმდიდრესმა იაპონელმა, Uniqlo-ს დამფუძნებელმა ტადასი იანაიმ თავისი შემოსავალი 10. 6 მლნ დოლარით - 21,8 მლრდ-მდე გაზარდა. ჩინეთის ძირითადი საფონდო ინდექსი Shanghai Composite 24 აგვისტოს 8,5% -ით დაეცა, რაც ბოლო რვა წლის განმავლობაში მაქსიმალური შემცირება გახდა. მომდევნო დღეს მაჩვენებელმა კიდევ უფრო დაბლა დაიწია (7,6.%).