გვატემალაში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. მაშველებმა დამეწყრილ ზონაში კიდევ რამდენიმე ცხედარი აღმოაჩინეს. ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ 2015 ადამიანი შეადგინა, 300-მდე კი დაკარგულად ითვლება, რის გამოც მსხვერპლი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს.
ვოლკსვაგენის ამერიკის განყოფილების უფროსი დღეს კონგრესში სიტყვით გამოვა. მაიკლ ჰორნი ამერიკელ კანონმდებლებს ბოდიშს საჯაროდ მოუხდის. ამის შემდეგ ის კონგრესმენთა შეკითხვებს უპასუხებს, რომელიც ავტოკონცერნის გარშემო აგორებულ სკანდალს უკავშირდება. საქმე ეხება 4-ცილინდრიან დიზელის ძრავებს, რომელმაც შეერთებულ შტატებში ეკო...
“კორტების სპეცოპერაციის“ საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ბრალდებულის დაკითხვით გაგრძელდება. წინა პროცესზე ირაკლი ფირცხალავა დაცვის მხარემ დაკითხა, პროკურატურამ კი მისი დაკითხვა ვერ მოასწრო. ფირცხალავას დაკითხვის შემდეგ პროცესი დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. პროცე...
სახალხო დამცველი ქუთაისში, პარლამენტთან გამართული აქციის მონაწილეების დაკავებას გამოეხმაურა. უჩა ნანუაშვილის თქმით, აქციის მონაწილეებისათვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება დაუსაბუთებელია და შერჩევითი მართლმსაჯულების ეჭვს აჩენს. სახალხო დამცველი განმარტავს, რომ სახელმწიფოს ვალდებულება...
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე რკინიგზა მივა. “საქართველოს რკინიგზის“ ახალი იდეა ეკონომიკის საბჭოს სხდომაზე მოიწონეს. შეხვედრაზე ენერგო-ეფექტურობის სახელმწიფო სტრატეგია, ქართული ჩაის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა და რეგიონებში შემნახველი მეურნეობების მშენებლობის პროექტი განიხილეს, რომელიც მთავრობას...
ბელგიაში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდება. დაგეგმილია აუდიენციები ევრიკომისრებთან. ორმხრივ შეხვედრებს გამართავს დღეს თავდაცვის მინისტრიც. თინა ხიდაშლი მინისტერიალის გარდა მონაწილეობას ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაშ...
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს თასზე ბოლო შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა. "ბორჯღალოსნებმა" ნამიბია ა17:16 დაამარცხეს. მილტონ ჰეიგის შეგირდებმა ამ გამარჯვებით 8 ქულა მოაგროვეს. ისინი ჯგუფში სავარაუდოდ მესამე ადგილს დაიკავებენ და მომდევნო მსოფლიო თასზე ავტომატურად თამაშის უფლებას მოიპოვებენ. გადამწყვეტი...
რუსეთის პრეზიდენტმა კი 63-ე იუბილე სოჭში იზეიმა. ვლადიმერ პუტინმა ჰოკეის ღამის ლიგის გალა-შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. იუბილარმა მეტოქის კარში 8-ჯერ გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა. შეხვედრა პუტინის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ჰოკეის ღამის ლიგა მოყვარულ ჰოკეისტთა გაერთიანებაა, რომელიც 2011 წელს შეიქმნა და სიმბოლურ ტურნირებს ყოველწ...
საბერძნეთის ახალმა პარლამენტმა ციპრასის მთავრობას ნდობა გამოუცხადა. მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას მხარი 155-მა დეპუტატმა დაუჭირა. ახალმა მთავრობამ მხოლოდ სირიზას და დამოუკიდებელი ბერძნების პარტიიის ნდობა მოიპოვა. კენჭისყრის შემდეგ პარლამენტის ტრიბუნიდან დეპუტატებს პრემიერმა ციპრასმა მიმართა. მთავრობის ...
უკრაინა შეერთებული შტატებისგან თავდაცვით იარაღს მიიღებს. ამერიკის კონგრესმა თავდაცვის ახალ ბიუჯეტს მხარი დაუჭირა და დასამტკიცებლად პრეზიდენტს გადაუგზავნა. მომავალ ბიუჯეტი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ითვალისწინებს. უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტი ობამა დოკუმენტზე ვეტოს დადებას აპირებს, თუმცა კანონპრ...
შეერთებული შტატები სირიაში სამხედრო მოქმედებების კოორდინირებას რუსეთთან არ აპირებს. ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის მინისტრმა რომში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ეშტონ კარტერის თქმით, მოსკოვის სტრატეგია სირიაში აბსოლუტურად განსხვავებულია და ღრმა ნაკლოვანებები აქვს. მისივე მტკიცებით, რუსული ავიაგამანადგურებლები...
რუსეთმა სირიის ტერიტორიების დაბომბვა გემებიდან დაიწყო. საჰაერო დარტყმები კასპიის ზღვიდან ხორციელდება. თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კასპიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილიდან სირიის მიმართულებით 26 რაკეტა იქნა გაშვებული. მისივე მტკიცებით, ავიადარტყმების შედეგად ისლამუ...
ცნობილ ამერიკელ მსახიობს, მერილ სტრიპს რასიზმში ადანაშაულებენ. ამის მიზეზი ფილმ „სუფრაჟისტის“ პრეზენტაციისთვის მოწყობილი ფოტოსესია გახდა, რომელშიც სტრიპი სკანდალურ-წარწერიანი მაისურით პოზირებს. მაისურს შემდეგი შინაარსის წარწერა აქვს: „მირჩევნია ვიყო მეამბოხე, ვიდრე მონა.“ როგორც სოციალურ...
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ”ჯი-ეიჩ-ენი” გთავაზობთ უცვლელად: ”სასაჯელაღსულებისა და პრობაციის სამინისტრო სახალხო დამცველის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით აცხადებს, რომ პატიმართა შორის დაფიქსირებულ ძალადობის ფაქტებზე გამოძიება უ...
ცნობილი ამერიკელი მსახიობი უილ სმიტი ახალი ალბომის გამოსაშვებად ემზადება. ამის შესახებ The Guardian იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობმა 30-მდე რეპ-კომპოზიცია უკვე ჩაწერა. „რეპის ინდუსტრია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა, თუმცა მე რეპის ენით კიდევ ბევრი რამ მაქვს სათქმელი. ჩემ...