უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრი სიბიჰას განცხადებით, რუსეთმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ენერგეტიკული ზავი გამოცხადებიდან მალევე დაარღვია და ხარკოვის მე-5 თბოელექტროსადგურს დაარტყა.
სიბიჰას თქმით, ამის შესახებ მან გერმანელ კოლეგას, იოჰან ვადეფულს, სატელეფონო საუბრისას აცნობა.
"კიდევ ერთხელ დავადასტურე უკრაინის მზადყოფნა ენერგეტიკული ზავის სრულად დაცვისთვის, თუ რუსეთი ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს შეწყვეტს.
რუსულ ტერორს ძალა, ერთიანობა და გადამწყვეტი მოქმედებები უნდა დავუპირისპიროთ: უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების პაკეტები, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების კლასტერების გახსნა და რუსეთის გაყინული აქტივების სრულად გამოყენება.
მადლობა გერმანიას უკრაინის მხარდაჭერაში ლიდერობისთვის. ეს ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობაა, რომელსაც გერმანიის ეკონომიკისთვის ხელშესახები სარგებელი მოაქვს - ენერგეტიკული თანამშრომლობიდან და თავდაცვის სფეროში ერთობლივი წარმოებიდან დაწყებული, გერმანული კომპანიებისთვის უკრაინის აღდგენის პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობით დამთავრებული“, - წერს სიბიჰა სოციალურ ქსელ X-ზე.