უკრაინა შეერთებული შტატებისგან თავდაცვით იარაღს მიიღებს. ამერიკის კონგრესმა თავდაცვის ახალ ბიუჯეტს მხარი დაუჭირა და დასამტკიცებლად პრეზიდენტს გადაუგზავნა. მომავალ ბიუჯეტი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ითვალისწინებს. უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტი ობამა დოკუმენტზე ვეტოს დადებას აპირებს, თუმცა კანონპროექტს მხარდამჭერები არამხოლოდ რესპუბლიკელების, არამედ დემოკრატებიდანაც ჰყავს, რაც მათ ვეტოს დაძლევის საშუალებას მისცემს. პარალელურად, უკრაინას ე.წ. ურთიერთშეხების ხაზიდან მძიმე შეიარაღება გაჰყავს, რაც მინსკის შეთანხმებით არის გათვალისწინებული.