საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ კულტურის სამინისტროს, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, ბერი გაბრიელის საფლავის მოსაწყობად 65 000 ლარი გამოუყო. პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულება 7 ოქტომბრით თარიღდება. „სამთავროს მონასტერში, ღირსი მამა გაბრიელის, აღმსარებლის და სალოსის წმინდა ცხედრის საბოლო...
14 ოქტომბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ლასლო ბარანაის შეხვდა. ბანკის დელეგაცია საქართველოში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოში ევროპის...
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს, საქართველოს საკითხზე თანამომხსენებლებს - ბორის სილევიჩსა და კერსტინ ლუნდგრენს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორ...
რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტები ახალი ავიაბაზის შექმნის საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ სააგენტო ინტერფაქსი იტყობინება. მოლაპარაკება პუტინსა და ლუკაშენკოს შორის შესაძლოა ყაზახეთში მათი ვიზიტისას გაიმართოს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი ბელარუსში ახალი ავიაბაზის გახსნას გეგმავს, ოპოზიციამ ჯერ კიდევ ...
სირიაში ასადის რეჟიმის მხარდასაჭერად ათასამდე ირანელი ჯარისკაცი ჩავიდა. ამის შესახებ სააგენტო როიტერი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ირანელები ქალაქ ალეპოს აღების ოპერაციაში მიიღებენ მონაწილეობას. ალეპოზე მასირებული შტურმი უახლოეს დღეებში იგეგმება.
14-15 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთაში თოვლჭყაპია მოსალოდნელი. როგორც ”ჯი-ეიჩ-ენს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, 14 ოქტომბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი, ცა...
ბოინგ МН17-ის ჩამოგდებაში ეჭვმიტანილები სასამართლოს წინაშე რაც შეიძლება მალე უნდა წარსდგნენ. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა. იენს სტოლტენბერგმა დონბასის ტრაგედიის შესახებ ჰოლანდიური მხარის მიერ წარმოდგენილ დასკვნას დამოუკიდებელი და ობიექტური უწოდა და ნიდერლანდების უშიშროების საბჭოს ჩატარებული გამოძიებისთვის მად...
სირიის სამთავრობო ძალები ქალაქ ალეპოზე შტურმის მიტანას აპირებენ. ამის შესახებ სააგენტო როიტერი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ასადის არმია მასირებულ იერიშებს უახლოეს ხანებში დაიწყებს, რაშიც მოქმედ რეჟიმს დახმარებას ლიბანური რადიკალური დაჯგუფება ჰეზბოლა გაუწევს.
რუსების ტყვეობაში მყოფი უკრაინელი სამხედრო მფრინავის, ნადეჟდა სავცენკოს და მოსკოვმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ვერა სავჩენკოს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლით აუკრძალეს. ნადეჟდა სავჩენკოს რუსული მხარე ჟურნალისტების მკვლელობაში ადანაშაულებს, რასაც განსასჯელი კატეგორიულად უარყოფს.
თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება.დღეს, 14 ოქტომბერს, ფესტივალის ორგანიზატორები მსმენელებს საინტერესო პროგრამას წარუდგენენ. 14 ოქტომბერი 19:00 სთკამერული მუსიკის კონცერტიმონაწილეობენ:დავით ოისტრახის სახელობის სიმებიანი კვარტეტი /ანდრეი ბარანოვი, როდიონ პეტროვი, ფიოდორ ...
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, მეორე სამმართველოს (ახალციხე) N7 სასაზღვრო სექტორის (სულდა) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ნეპალის რესპუბლიკის მოქალაქეები - 1983 წელს დაბადებული კულ ბაჰადური კ. და 1979 წელს დაბადებული აჩიუტ ს. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთ...
ისრაელის ხელისუფლებამ პოლიციას აღმოსავლეთ იერუსალიმში პალესტინური დასახლებების ბლოკირებისა და იზოლაციის უფლება მისცა. შესაბამისი გადაწყვეტილება ისრაელის უშიშროების საბჭომ მიიღო. უსაფრთხოების რადიკალური ზომების მიღება ისრაელის მოქალაქეებზე პალესტინელტა გახშირებულ თავდასხმებს უკავშირდება, რასაც ბოლო ორი კვირის ...
ბრაზილიის პრეზიდენტი ოპოზიციას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს. დილმა როუსეფის თქმით, პოლიტიკურ ოპონენტთა ბრალდებები მის მიმართ უსაფუძვლოა და მიზნად ქვეყანაში საყოველთაო სიძულვილისა და ქაოსის დათესვას ისახავს. ბრაზილიის ლიდერს ოპოზიცია სახელმწიფო სახსრების არაკანონიერ ხარჯვასა და საგადასახადო კ...
რუსეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი ხელოვანის, ზურაბ წერეთლის ახალი ნამუშევარი მოსკოვის ცენტრში დაიდგმება. ბაუმანის მე-7 დივიზიის უკვდავსაყოფად მონუმენტი რაზგულიაის მოედანზე აღიმართება. ამბოხებულთა დივიზია მეორე მსოფლიო ომში იქნა ფორმირებული და ნაცისტების წინააღმდეგ იბრძოდა.
თალიბანი პოზიციებს თმობს. რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების ლიდერებმა განაცხადეს, რომ ავღანეთის ქალაქ კუნდუზიდან მებრძოლები გაყავთ. შეტაკებები სამთავრობო ძალებსა და ისლამისტებს შორის კუნდუზში 2 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. მასირებული იერიშების შედეგად თალიბებმა ქალაქი დატოვეს.