გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა შეფასება გააკეთა ტერორიზმის საფრთხეებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მთელი საერთაშორისო საზოგადოება ერთად უნდა დადგეს ამ ახალ ფენომენთან ბრძოლაში.
"ამ სახის ტერორიზმი თავისი სტრუქტურით არის ახალი და ის არ არის იმ სახის, რომლის წინაშეც წარსულშიც ვიდექით. არა მარტო ევროკავშირი, არამედ მთელი საერთაშორისო საზოგადოება ერთად უნდა დადგეს, რეაგირება მოახდინოს და ერთად ებრძოლოს ამ ახალ ფენომენს. ყველას კარგად ესმის, რომ ცალკე დგომ და ინიციატივები არ არის საკმარისი და ეს არ მოიტანს იმ შედეგებს, რასაც ველოდებით. ამიტომ, საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა იმუშაონ ერთად,“ - აღნიშნა იოჰანეს ჰანმა აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური დიალოგის მეექვსე შეხვედრის მორიგი ეტაპის გახსნისას.