ტრაგიკული მოვლენებიდან 2 დღის შემდეგ საფრანგეთმა ისლამისტთა პოზიციების დაბომბვა განაახლა. გვიან ღამით ფრანგულმა ავიაგამანადგურებლებმა სირიაში ქალაქ რაკას რამდენიმე რაიონი დაბომბეს, რომლებიც დღემდე ისლამისტთა მთავარ პლაცდარმს წარმოადგენს. ოპერაციაში მონაწილეობას 9 მოიერიშე თვითმფრინავი იღებდა. წერტილოვანი...
საფრანგეთის პრეზიდენტი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას 3 თვით აპირებს. ამის შესახებ გამოცემა “ფიგარო” იტყობინება. გავრცელებული ინფოფმაციით, ოლანდი შესაბამისი ინიციატივით მინისტრთა კაბინეტს 18 ნოემბერს მიმართავს. ამის შემდეგ საკითხი განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება.
პარიზში დაღუპულთა რაოდენობა არ გაზრდილა. ოფიციალური მონაცემებით, ტერაქტებს 129 ადამიანი ემსხვერპლა. გვიან საღამოს გავრცელდა ინფორმაცია დაღუპულთა რაოდენობის 132-მდე გაზრდის შესახებ, რაც საბოლოოდ არ დადასტურდა. მასშტაბური ტერორისტული აქტები საფრანგეთის დედაქალაქში 2 დღის წინ განხორციელდა. მომხდარზე პასუხ...
საფრანგეთის ხელისუფლებამ 26 წლის ბელგიის მოქალაქეზე ძებნა გამოაცხადა. აბდესალამ სალაჰი პარიზის ტერაქტების მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი. ის სავარაუდოდ ერთადერთი თავდამსხმელია, რომელიც სიკვდილს გადაურჩა. თავდამსხმელთა შორის მისი ძმაც იყო. წინასწარი გამოძიებით, ტერაქტი ბელგიაში დაიგეგმა. ბელგიური მხარე გამოძიებასთან აქტიურად თანამშრო...
16 ნოემბერს, 18:30 საათზე, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, აკაკი წერეთლის საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, თეატრის ფოიეში მოეწყობა აკაკი წერეთლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ შექმნილი გამოფენები და წიგნის პრეზ...
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა პირისპირ გაისაუბრეს. ბარაკ ობამამ და ვლადიმერ პუტინმა ისარგებლეს შესვენებით, რომელიც ანტალიაშუ მიმდინარე ,,დიდი ოცეულის" სამიტზე გამოცხადდა. პრეზიდენტები სავარძელში ერთმანეთის მოპირდაპირედ დასხდნენ და თარჯიმნების თანდასწრებით, 20 წუთზე მეტი ისაუბრეს. ბარაკ ობამამ და ვლადიმერ პუტინმა ...
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის განცხადებით, საფრანგეთზე შეტევა ასევე, ნიშნავს დასავლეთზე და იმ ღირებულებებზე შეტევას, რომლებიც მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის, მათ შორის საქართველოსთვის. იან კელის თქმით, საფრანგეთში განვითარებულმა მოვლენებმა 11 სექტემბრის ტერაქტი გაახსენა. &bdq...
გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი რუსეთსა და აშშ-ს მოუწოდებს სირიის კრიზისის გადასაჭრელად საჩქარო და ეფექტური ნაბიჯები გადადგან. ანტალიაში მიმდინარე "დიდი ოცეულის" სამიტზე სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ ახლა დადგა ის დრო, როდესაც მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ კოლექტიურად უნდა იმოქმედოს. "გა...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოს ეწვია. 16 ნოემბერს ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მეორე შეხვედრას, სადაც ქართული მხარე ანგარიშს წარადგენს. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ევროკომისიის ვიცე- პრეზ...
აშშ მხარს უჭერს თურქეთს და ევროკავშირს იმ პირთა ნაკადების შემცირებაში, რომლებიც ევროპაში თავშესაფარს ეძებენ, - ამის შესახებ ბარაკ ობამამ თურქეთში, დიდი ოცეულის სამიტზე განაცხადა. Associated Press-ის ინფორმაციით, პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტები აშშ-ის პრეზიდენტმა ცივილიზებულ მსოფლიოზე თავდასხმად შეაფასა....
"დიდი ოცეულის" სამიტზე ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ "ისლამურ სახელმწიფოს" წინააღმდეგ საბრძოლველად, აუცილებელია კოლექტიური მოქმედებები. მისი თქმით, აშშ-სა და რუსეთს შორის თანამშრომლობას ამ საკითხში, კრიტიკული მნიშვნელობა გააჩნია. "უეჭველად, ამ სფეროში აშშ-სა და რუსეთს ...
ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემისთვის დაკავებული პოლიციიის მაღალჩინოსნის სასამართლო პროცესი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმდინარეობს. ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილების ყოფილი უფროსის ლაშა კვირკვაიას პროცესსმოსამართლე ნინო ელიეშვილის გადაწყვეტილებით, მხოლოდ პროცესის მონაწილეები ესწრებიან. მასზე დასწრების საშუალება არ მიეცა დ...
წვიმის შედეგად დაზარალებული გომის მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. სოფელ გომის მცხოვრებლებმა ხელისუფლების ყურადღების მისაქცევად ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გომში, სტიქიის შედეგად 50-მდე საცხოვრებელი სახლი დაიტობრა, თუმცა მათთან დასახმარებლად ამ დრომდე არავინ მისულა. მოსახლეობა...
პარიზში მყოფ საქართველოს ოთხივე მოქალაქესთან, დაკავშირება მოხერხხდა, - ამის შესახებ ,,იმედის“ ეთერში საფრანგეთში საქართველოს ელჩმა, ეკა სირაძე-დელონემ განაცხადა. "ვიცი, რომ ოჯახი დაუკავშირდა, ვიცი, რომ კარგად არიან. ვერ გეტყვით სად იმყოფებიან ამჟამად", -განაცხადა ეკა სირაძე-დელონემ. შეგახსენ...
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული თენგიზ კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ...