საქართველოს პარლამენტი მუშაობას 2 თებერვალს განაახლებს. მერვე მოწვევის პარლამენტის ბოლო საგაზაფხულო სესია სწორედ 2 თებერვალს გაიხსნება.
რეგლამენტის მიხედვით, საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება და ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.
საგაზაფხულო სესიის გახსნამდე, შესაძლოა, პარლამენტმა საქმიანობა იანვარში, საჭიროებისამებრ, რიგგარეშე ფორმატშიც განაახლოს.
საშემოდგომო სესია გასული წლის დეკემბრის მესამე პარასკევს დაიხურა, თუმცა, უწყებამ საქმიანობა რიგგარეშე ფორმატში გააგრძელა და 28-29 დეკემბერს, მთავრობის განახლებული შემადგენლობაც დაამტკიცა.