ცხინვალის დეფაქტო რეჟიმის ე.წ უშიშროების კომიტეტის პრესსამსახური, ოსური მხარის მიერ საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტო “რესის” ინფორმაციით, ქარელის რაიონის სოფელ კნოლევის მკვიდრი, 1959 წელს დაბადებული მამაკაცი ე.წ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ბრალდებითაა დაკავებული....
კარასინი-აბაშიძის მორიგი შეხვედრა პრაღაში ხვალ გაიმართება. მხარეები სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, სატრანსპორტო კომუნიკაციებისა და ჰუმანიტარული სახის პრობლემებზე იმსჯელებენ. შეხვედრაზე განიხილავენ საქართველოს მოქალაქეების საკითხსაც, რომლებიც რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით სასჯელს იხდიან. აბაშიძის განცხადებით, რუსეთის...
კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე დღეს ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. საბჭო საქართველოს პრემირ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით მთავრობის ადმინისტრაციაში შეიკრიბება. შეხვედრაზე საფრთხეების ანალიზი და დამატებითი ღონისძიებებბის გატარების შესაძლებლობები განიხილება. უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხ...
ჩარლი შინს ყოფილი სექსუალური პარტნიორები უჩივიან. მის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას სასამართლოში 6 ქალბატონი გეგმავს. გუშინ მსახიობმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ შიდსის ვირუსით არის ინფიცირებული. როგორც მოსარჩელეები ირწმუნებიან, მათ შინთან დაუცველი სექსუალური კონტაქტი ჰქონდათ, თუმცა მსახიობს მათთვის არ გაუმხელია, ...
ლეგენდარული რაგბისტი ჯონ ლომუ 40 წლის ასაკში გარდაიცვალა. სპორტსმენის გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა. 1995 წელს ლომუს ექიმებმა თირკმლის ფუნქციების დარღვევა დაუდგინეს, რის გამოც ის კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა, მაგრამ სარეაბილიტაციო კურსის გავლის შემდეგ, 1998 წელს სპორტსმენი დიდ რაგბის დაუბრუნდა....
მასობრივი არეულობები ათენში. საბერძნეთის დედაქალაქის ქუჩებში გამოსულმა ათასობით დემონსტრანტმა 42 წლის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენა. 1973 წლის 17 ნოემბერს სამხედრო ხუნტამ სტუდენტთა აჯანყება ჩაახშო, რასაც ათობით მანიფესტანტი ემსხვერპლა. ტრაგიკული თარიღის აღსანიშნავად გამართული მსვლელობები მალე ანტისახელისუ...
ეგვიპტე რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების ვერსიას არ იზიარებს. ოფიციალური ქაიროს განცხადებით, არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ეარბასში ტერორისტმა თავი აიფეთქა, არ არსებობს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ტერაქტის ვერსია დადასტურდება, ეგვიპტე რუსულ მხარესთან გამოძიებაში აქტიურად ითანამშრომლებს. გუშინ...
ტერაქტების დღეს პარიზში ვიდეოკამერებმა სავარაუდოდ კიდევ ერთი ტერორისტი დააფიქსირეს. ის შესაძლოა მეცხრე პირია, ვინც საეფანგეთის დედაქალაქში განხორციელებულ ტერაქტებში იღებდა მონაწილეობას. ჯერჯერობით უცნობია, ეჭვმიტანილი ერთ-ერთი იმ პირთაგანია, რომელიც ბელგიის პოლიციამ დააკავა თუ მან გაქცევა შეძლო. მასთან ერთად ავ...
უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იყო მიღებული უემბლის სტადიონზე, სადაც ინგლისისა და საფრანგეთის ეროვნულსაფეხბურთო ნაკრებებს შორის ამხანაგური შეხვედრა გაიმართა. მატჩს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონიც ესწრებოდა. შეხვედრის დაწყებამდე ინგლისელმა გულშემატკივრებმა ფრანგებთან ერთად მარსელიოზა იმღერეს. მათ უსაფრთხო...
სომალის რადიკალური დაჯგუფების, აშ-შაბაბის მებრძოლებმა სამხედრო მეთაურები დააკავეს, რომლებმაც ისლამურ სახელმწიფოს ერთგულება შეჰფიცეს. ამის შესახებ BBC იტყობინება. აშ-შაბაბმა ოქტომბერში თავი ისლამური სახელმწიფოს მოკავშირედ გამოაცხადა, თუმცა მალე მათ შორის დაპირისპირება მოხდა.
გერმანიისა და ჰოლანდიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა გადაიდო. ამის მიზეზი ჰანოვერის სტადიონზე გამოცხადებული განგაში გახდა. პოლიციამ ტრიბუნაზე საეჭვო ნივთი აღმოაჩინა, რის გამოც სტადიონიდან მაყურებელთა ევაკუაცია განხორციელდა. მატჩს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც უნდა დასწრებოდა. ...
ჩარლი შინი შიდსით არის ინფიცირებული. ამის შესახებ მან NBC-ის ეთერში განაცხადა. „ძალიან მიჭირს ამ სამი ასოს წარმოთქმა, მაგრამ მე Aid ინფექცია მაქვს,“-აღიარა მსახიობმა. ჩარლი შინი სამჯერ იყო ქორწინებაში. მას 5 შვილი ჰყავს.
შეერთებული შტატები თურქეთს სირიის საზღვრის გაკონტროლებაში დაეხმარება. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ განაცხადა. მისივე თქმით, ანკარასთან უკვე მიღწეულია შეთანხმება, რომლის მიხედვითაც საზღვრებზე კონტროლის დამყარებაში ამერიკელი სამხედროებიც ჩაერთვებიან. საუბარია სირიის ჩრდილოეთ საზღვარს, რომელიც 100 ...
2013 წლის 30 ნოემბერს ევრომაიდნის დარბევის განკარგულება ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა გასცა. ამ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების განმარტებით, დემონსტრანტთა დარბევა მან შს მინისტრს, ვიტალი ზახარჩენკოსა და უშიშროების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელს, ანდრეი კლიუევს დაა...
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო ფრანგ ხალხს მიუსამძიმრა და თბილისის საკრებულოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. მინისტრის განცხადებით, ტერორიზმთან ბრძოლაში სახელმწიფოებმა კონსოლიდირებულად უნდა იმოქმედონ და ვანდალიზ...