მალის დედაქალაქში მძევალთა დრამა დასრულდა. BBC-ის ინფორმაციით, შეიარაღებულ პირებს, რომლებიც დედაქალაქ ბამაკოში მდებარე სასტუმრო Radisson Blu-ში შეიჭრნენ, მძევლები აღარ ჰყავთ. შენობაში შტურმით შესულმა გაეროს სამშვიდობოებმა სასტუმროში 27 ცხედარი აღმოაჩინეს. რამდენიმე ტერორისტი ამ დრომდე შენობის ზედა სართულებზე რჩება ...
სენ-დენის სპეცოპერაციისას ტერაქტების მთავარი ორგანიზატორის, აბდელჰამიდ აბაუდის ბიძაშვილს, ჰასნა აითბულაჰსენს თავი არ აუფეთქებია. ამის შესახებ ოფიციალური პარიზი იტყობინება. უწყების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე არა ქალის, არამედ მამაკაცის სხეულის ფრაგმენტები იქნა ნაპოვნი. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმ...
ბრიუსელმა ტერორისტული საფრთხის მაჩვენებელი მეოთხე დონემდე გაზარდა. ამის შესახებ ბელგიის საფრთხეების ანალიზის ცენტრი იტყობინება. ხელისუფლების რეკომენდაციით, ბრიუსელის მცხოვრებლებმა მასობრივი თავშეყრის ადგილებზე შეკრებისგან თავი უნდა შეიკავონ და პოლიციის, სპეცსამსახურებისა და ხელისუფლების წარმომადგენ...
იოჰანესბურგის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ საქართველოსთან დაკავშირებული პირველი ბიზნეს სემინარი „სამხრეთ აფრიკა-საქართველოსსავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობები“ გამართა. ღონისძიება საქართველოს საელჩოსა და საქართველო-სამხრეთ აფრიკის ბიზნეს საბჭოს მხარდაჭერით ჩატარდა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, სემინარი იოჰანესბურგის სავაჭრო-სამრეწვ...
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების რეგიონალურ კონფერენცია-კონკურსზე (GITI 2015) ორი ჯილდო მფლობელი გახდა. ნომინაციაში "საუკეთესო რეგიონული მუნიციპალური ელ.გადაწყვეტილება" საჯარო რეესტრის კადასტრისა და რეგისტრაციის სისტემის ინტეგრაციის პროექტი გახდა გამარჯ...
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სან-მარინოს საგარეო და პოლიტიკურ საქმეთა მინისტრი, პასკუალე ვალენტინო სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზს ეწვია. მინისტრი ადგილზე გაეცნო რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მავთულხლართების აღმართვის შედეგად შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას. პასკუალე ვალენტინო პ...
გაეროს ოჯახის წევრობას საქართველოსთვის უდიდესი სარგებელი მოაქვს; ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს რეკომენდაციებს და მადლობელი ვართ უწყვეტი მხარდაჭერისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამ...
ტერაქტების საფრთხის გამო, დღეიდან ევროკავშირი საზღვრების კონტროლს აძლიერებს. შეთანხმებას ორგანიზაციის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების საგანგებო შეხვედრაზე მიაღწიეს. შემოწმების ახალი ნორმები შეეხება ყველა ქვეყანის მოქალაქეს, მათ შორის იმ ქვეყნების, რომლებსაც ევროკავშირთან უვიზო მომისვლა აქვთ და წევრ...
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი წარჩინებული მაგისტრანტებისთვის სტიპენდიის დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “წარჩინებულ მაგისტრანტებს მნიშვნელოვან სიახლეს ვთავაზობთ. ქალაქ თბილისის საკრებულომ დღეს საგ...
სირიაში საჰაერო ოპერაციები გეგმის მიხედვით ტარდება, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა. „ამოცანა კარგად სრულდება, მაგრამ ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ სირია ტერორისტებისგან გავწმინდოთ და რუსეთი ტერორისტული საფრთხეებისგან დავიცვათ,“-აღნიშნა პუტინმა. რუ...
კიევმა ყირიმს შესაძლოა ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტოს. ამის შესახებ „უკრენერგო“ იტყობინება. უწყების განმარტებით, შეზღუდვები მაღალი ძაბვის გადამცემების დაზიანებით არის გამოწვეული. ამჟამად რუსეთის მიერ ანექსირებულ ნახევარკუნძული ალტერნატიული ხაზით მარაგდება.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელს ბილანა მილოშევიჩსა და უსაფრთხოების პროექტის წარმომადგენელს ელენე ესანუს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე პენიტენციურ სისტემაში არსებულ ვითარებაზე, მიმდინარე რეფორმებზე, დაწესებულებებში განხორციელ...
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში კრისტიან ურსეს შეხვდა. მხარეებმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები, საარჩევნო გარემო, სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა და მედიის საკითხები განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტისა და ევროპ...
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს განმარტებები მოსთხოვა. ამის მიზეზი სირიის სოფელ ბაიბრუჯაკიზე განხორციელებული ავიაიერიშები გახდა, რომელიც ძირითადად თურქმენებითაა დასახლებული. ოფიციალური ანკარის განცხადებით, რუსები თურქეთის საზღვართან მდებარე დასახლებებს ბომბავენ და მათი ქმედებები ხშირად...
ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცახადებით, ამერიკელ პარტნიორებს ძალიან აღელვებთ საქართველოში მიმდინარე პროცესები. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე, ბრიჯიტ ბრინკთან გამართული შეხვედრის შემდეგ ბაქრაძემ განაცხადა, რომ მთავარი ამოცანაა ქვეყანა არჩევნებამდე მშვიდად მივიდეს. ,,ეს იყო ძირითადი ...