არამწეველებისათვის პრობლემა გადაჭრილია. თბილისში, ახალი კაფე „Wake up”-ი გაიხსნა, სადაც კლიენტს საკმაოდ სასიამოვნო და მყუდრო გარემოსთან ერთად, არამწეველთათვის განკუთვნილი ზონაც დახვდება.
“Wake up“-ის მენეჯერი თათია დვალიშვილი აცხადებს, რომ კაფე გათვლილია ყველა ტიპის მომხმარებელზე. “Wake up“-ში მწეველები და არამწეველები ერთად „თანახოვრებას“ შეძლებენ ისე, რომ ყველას ინტერესი ერთნაირად იქნება დაცული, ისე რომ მომხმარებელი კაფეში დროს სასიამოვნოდ გაატარებს.
და რაც მთავარია “Wake up“-ში საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასებია.
”კაფე გათვლილია ნებისმიერი შესაძლებლობის ადამიანზე, გვაქვს საკმაოდ დაბალი ფასები და რაც მთავარია, გარემო, რომელიც ყველას აღფთოვანებას იწვევს.
ცალ-ცალკე გვაქვს მწეველებისა და არამწეველების ოთახები, გვაქვს ვერანდაც, რომელიც ზამთარში გათბობითაა უზრუნველყოფილი, ჩვენ უკვე გვყავს ბევრი ერთგული კლიენტი, რომლებიც ამბობენ, რომ კაფეში შემოსვლისას სახლში გრძნობენ თავს, ჩვენი მიზანიც ესაა, შევქმნათ შინაურული გარემო,”- აცხადებს “Wake up“-ის მენეჯერი თათია დვალიშვილი.
დვალიშვილის თქმით, მომხმარებელს კაფე ძირითადად ევროპული სამზარეულოს სთავაზობს, თუმცა მენიუში ქართული კერძებიცაა წარმოდგენილი.
და რაც მთავარია “Wake up“-ში უგემრიელესი და არომატული ყავა იყიდება.
”გვაქვს საუკეთესო ყავის აპატარი, რომელიც არაჩვეულებრივ ყავას ამზადებს, ყავის ფასი 3 ლარიდან იწყება, მენიუში მალეე დავამატებთ დესერტსაც,”- აცხადებს “Wake up“-ის მენეჯერი.
კაფეს აქვს ბარიც, სადაც კლიენტებს ემსახურება ბარმენი გიორგი გოგილაშვილი.
“Wake up“ ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე N80 – ში მდებარეობს.