სტამბოლელი ტერორისტი თავისუფალია. პოლიციამ მისი დაკავება ამ დრომდე ვერ შეძლო. მასშტაბური ტერორისტული აქტი ქალაქში ახალი წლის ღამეს განხორციელდა. სანტას ფორმაში გამოწყობილმა ტერორისტმა ღამის კლუბ რეინაში ცეცხლი გახსნა, რასაც 39 ადამიანი ემსხვერპლა, 60-მდე კი დაშავდა. თავდამსხმელმა გაქცევა შეძლო. ...
ლონდონში ტრადიციული საახალწლო აღლუმი გაიმართა, რომელშიც 1500-მდე მოცეკვავემ, აკრობატმა და მუსიკოსმა მიიღო მონაწილეობა. აღლუმის თემა წელს კინემატოგრაფი იყო, სახელწოდებად კი ფესტივალის ორგანიზატორებმა, „შუქი, კამერა, მოტორი“ აირჩიეს. სადღესასწაულო მსვლელობები გრინ პარკის სადგურიდან დაიწყო და პარლამენტის...
ყარაგანდის ილქში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. ტრაგედია გვიან ღამით შაჰანის დასახლებაში დატრიალდა. დაღუპულია 9 ადამიანი. შენობის ნანგრევებში კიდევ რამდენიმე მცხოვრები რჩება. კოლაფსის მიზეზი სავარაუდოდ გათბობის ქვაბის აფეთქება გახდა.
საფრანგეთის პრეზიდენტი ერაყში ჩავიდა. ფრანსუა ოლანდი ფრანგ სამხედროებს მოინახულებს. ამ დროისათვის ერაყში 500-მდე ფრანგი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. ისინი მონაწილეობას მოსულის გათავისუფლების ოპერაციაში იღებენ.
შეერთებული შტატებიდან გაძევებული რუსი დიპლომატები სამშობლოში სპეციალური რეისით დაბრუნდნენ. რეისი ავიაკომპანია როსიამ შეასრულა, რომელი ც პრეზიდენტსა და მთავრობის წევრებს ემსახურება. 35 რუსი დიპლომატი თეთრმა სახლმა პერსონა ნონ გრატად გასულ კვირას გამოაცხადა. ისინი კიბერთავდასხმებში მონაწილეობაში დაადანაშაუ...
ბათუმში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება. დღეს, ევროპის მოედანზე მოსულ სტუმრებს კარგი მუსიკა, სასიამოვნო საახალწლო გარემო, პრიზები და საჩუქრები ელოდებათ. დღის 1 საათიდან „საახალწლო ეზო“-ში მყოფი ადამიანების განწყობაზე Dj-ები Vako T, Gabunia და Lasha Craft იზრუნებენ. საღამოს შვიდი საათიდან კი ჯგუფები...
ჰონკ კონგში ახალი წლის დადგომა მასშტაბური საპროტესტო აქციებით აღნიშნეს. ქალაქის ქუჩებში გამოსულმა ათასობით დემონსტრანტმა ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში 4 დეპუტატისთვის მანდატების ჩამორთმევა გააპროტესტა და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება მოითხოვა. საპროტესტო მსვლელობა უსიამოვნო ექსცესების გარეშე დასრულდა. პოლიციას მანიფესტანტთა...
ავიაკატასტროფა ტეხასში. ქალაქ მაკინის თავზე ერთმანეთს მსუბუქძრავიანი თვითმფრინავები შეეჯახა. ერთ-ერთი თვითმფრინავი ავტოსადგომზე ჩამოვარდა, მეორე კი გზის სავალ ნაწილზე დაეცა. ინციდენტს, ბოლო მონაცემებით, 3 ადამიანი ემსხვერპლა. კატასტროფის გამომწვევი მიზეზი დგინდება.
31 დეკემბრის ღამეს აჭარის მოსახლეობისთვის ახალი წლის მილოცვის შემდეგ, რეგიონის პირველი პირი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად სახანძრო-სამაშველო სამსახურში იმყოფებოდა. ზურაბ პატარაძემ იმ უწყებების თანამშრომლებს, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ და სადღესასწაულ...
ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, ინგა შამილიშვილთან ერთად, წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეს ესტუმრა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა. მათ სათნოების სახლში მცხოვრები ბენეფიციარ...
სტამბოლელი თავდამსხმელი სავარაუდოდ მარტო მოქმედებდა. ამის შესახებ თურქეთის შს მინისტრმა განაცხადა. ტერაქტიდან რამდენიმე საათში სოციალურ ქსელებში სათვალთვარო კამერით გადაღებული კადრები გავრცელდა. ერთ-ერთ ფოტოზე სავარაუდოდ ტერორისტია გადაღებული, რომელიც სანტას ფორმას იხდის. ფოტოზე სავარაუდოდ კლუბიდან მ...
დონალდ ტრამპი რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე ახალ წელსაც ზრუნავს. საახალწლო ღონისძიებაზე მას კითხვა შეერთებული შტატებიდან რუსი დიპლომატების გაძევებაზე დაუსვეს. პასუხად არჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კიბერთავდასხმებში შესაძლოა არა რუსეთს, არამედ რომელიმე სხვა ქვეყანას განეხორციელებინა. „დარწმუნებული არ ...
კიმ ჩენ ინი მსოფლიოს საახალწლო მუქარას უთვლის. ფხენიანის ლიდერის თქმით, ჩრდილოეთ კორეა ახალ კონტინენტთშორის ბალისტიკურ რაკეტაზე მუშაობას ასრულებს. საახალწლო მიმართვაში კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ქვეყანა ბირთვულ პოტენციალს კიდევ უფრო გააძლიერებს, რათა ვაშინგტონის აგრესიას წინ აღუდგეს.
გაეროს უშიშროების საბჭომ სირიის საკითხზე ახალი რეზოლუცია მიიღო. რუსული მხარის მიერ ინიცირებული დოკუმენტი სირიაში ცეცხლის შეწყვეტასა და პოლიტიკური დიალოგის დაწყებას ითვალისწინებს. რეზოლუციის თანახმად, სირიაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანაც დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. დოკუმენტს მხარი საბჭოს ყველა წევრმა დაუჭი...
ახალი წლის ღამეს ტრაგედია დატრიალდა ინდონეზიაში. ჯაკარტაში ცეცხლი ბორანს გაუჩნდა. ხანძარმა, ბოლო მონაცემებით, 23 ადამიანი იმსხვერპლა, 17-მა კი სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო. ხანძარი სავარაუდოდ მოკლე ჩართვამ გამოიწვია. ბორანზე 284 ტურისტი იმყოფებოდა.