სირიაში ზავის რეჟიმს შესაძლოა საფრთხე დაემუქროს. ამბოხებულთა რამდენიმე დაჯგუფებამ უკვე განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმებიდან გადის. ისინი ასადის რეჟიმს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებენ. სამშვიდობო შეთანხმებას მხარეებმა 29 დეკემბერს მიაღწიეს. ზავის რეჟიმი 30 დეკემბრიდან ამოქმედდა, თუმცა რ...
ციხის ბუნტი ბრაზილიაში. მანაუსის სასჯელთაღსრულების დაწესებულებაში მასობრივ არეულობებს 60-მდე ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის რამდენიმე პოლიციელია. სპეცრაზმმა უწესრიგობების აღკვეთა გაჭირვებით შეძლო. გვიან ღამით პატიმრებმა ბუნტი მანაუსის კიდევ ერთ ციხეში მოაწყვეს. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ...
2016 ისტორიის კუთვნილებაა, მაგრამ რაკი არც პოლიტიკა და არც თვით ისტორია კალენდარს არ ცნობს, „ახალი წელი“ რაიმე სიახლეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ნიშნავს, თუ წინა წელს დაწყებული პროცესები და ტენდენციები წარსულში დარჩება, ხოლო „ახალ წელს“ ნამდვილად „ახალი“ პროცესე...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მაღალმთიანი აჭარის პოპულარიზაციის მიზნით კურორტ გოდერძს, ბეშუმსა და ალპურ ბოტანიკურ ბაღს ესტუმრა. ზურაბ პატარაძე აღნიშნულ ადგილებში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. რეგიონის პირველ პირთან ერთად იმყოფებოდნენ ხულოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები საქართველოს პარლამ...
ანტალიის აეროპორტში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. ის თვითმფრინავში ბარგის ატანას შემოწმების გარეშე ცდილობდა. მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მისი დაკავება სცადეს, ახალგაზრდამ „ალაჰ აკბარის“ ყვირილი დაიწყო და ბომბის აფეთქებით იმუქრებოდა. როგორც საბოლოოდ გაირკვა, მას ფსიქიკუ...
სომხეთის დედაქალაქში რუსი სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვნეს. 45 წლის მაიორის, ვიქტორ ემილიანოვის ცხედარი სასტუმრო „მეგობრობის“ მომსახურე პერსონალმა ერთ-ერთ ნომერში აღმოაჩინა. გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის ნიშნები არ აღინიშნებოდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი...
ბაღდადში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, დანაღმული ავტომანქანის აფეთქებამ 32 ადამიანი იმსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობამ კი 60-ს გადააჭარბა. ტერაქტი მადინატ-ეს-სადრის რაიონში თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.
სომალის დედაქალაქში აფეთქების ხმა გამთენიისას გაისმა. დანაღმული მანქანა მოგადიშოს აეროპორტთან აფეთქდა. ტერაქტს 3 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. აფეთქება სავარაუდოდ თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. მომხდარზე პასუხისმგებლობას სომალის ხელისუფლება აშ-შაბაბის ისლამისტურ დაჯგუფებას აკისრებს. ...
მორიგი ტერორისტული აქტი განხორციელდა ერაყში. ტერორისტთა სამიზნე ამჯერად ბაღდადის გარეუბანი გახდა. მადინატ-ეს-სადრის რაიონში დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა, რასაც 10 ადამიანი ემსხვერპლა, 35 კი დაშავდა. მომხდარზე პასუხსიმგებლობა ჯერჯერობით არცერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.
რუსულმა და თურქულმა ავიაგამანადგურებლებმა ჩრდილოეთ სირიაში ისლამური სახელმწიფოს პოზიციები დაბომბეს. ავიადარტყმების შდეგად ალ-ბაბში 22 ისლამისტი დაიღუპა. განადგურებულია რამდენიმე სტრატეგიული ობიექტი. მასშტაბური სამხედრო ოპერაცია „ევფრატის ფარი“ თურქეთმა სირიის ჩრდილოეთში გასული წლის აგვისტოში დაიწყო. ...
დანიის პოლიციამ სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, პან კინ ხეს მეგობარი ქალის, ჩხვე სუნ სილის ქალიშვილი დააპატიმრეს. ხელისუფლება 20 წლის ჩონ იუ რას ექსტრადიციის საკითხს განიხილავს. დაკავებულის დედას სამხრეთ კორეის ხელისუფლება კორუფციასა და თაღლითობაში ადანაშაულებს. კორუფციულ სკანდალში პრეზიდენტი კინ ხეც ფიგურირებს, რის გამოც სამხრეთ...
სტამბოლში განხორციელებულ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფებამ აიღო. „ხალიფატის ჯარისკაცი თავს დაესხა ღამის კლუბს, სადაც ქრისტიანები ერეტიკოსულ დღესასწაულს აღნიშნავდნენ,“-ნათქვამია დაჯგუფების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სანტას ფორმაში ჩაცმულმა სანტამ ცეცხლი ს...
სტამბოლელი ტერორისტი შესაძლოა უზბეკეთის ან ყირგიზეთის მოქალაქე იყოს, რომელიც ისლამურ სახელმწიფოსთან არის კავშირში. ამის შესახებ გამოცემა Haberler იტყობინება. მასშტაბური ტერორისტული აქტი სტამბოლში ახალი წლის ღამეს განხორციელდა. სანტას ფორმაში ჩაცმულმა ტერორისტმა ღამის კლუბ რეინაში ცეცხლი გახსნა, რასაც 39 ადამიანი ...
ისრაელის პრემიერ-მინისტრი კორუფციაშია ეჭვმიტანილი. ბენიამინ ნეთანიაჰუს უახლოესი 3 დღის განმავლობაში დაკითხავენ. ბრალდების მხარის მტკიცებით, პრემიერი და მისი ოჯახის წევრები ბიზნესმენებისგან სოლიდურ საჩუქრებს იღებდნენ. საჩუქრების საერთო ღირებულებამ 26 ათას დოლარს გადააჭარბა.
ბაჰრეინის ციხიდან ათობით პატიმარი გაიქცა. მათ შორის რამდენიმე ტერორისტია. თავდასხმა ჯაუს სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე გვიან საღამოს განხორციელდა, რის შედეგადაც დაცვის ერთი თანამშრომელი დაიღუპა.