დაღესტანში ძლიერი ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. მახაჩკალის ბაზარში გაჩენილი ხანძრის შედეგად კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა. სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება 52-მა ადამიანმა მიიღო. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
ავსტრიაში 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის თამბაქოს მიყიდვა აიკრძალება. შესაბამის კანონპროექტს მხარი 9-ვე ფედერალური მიწის ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტებმა დაუჭირეს. ინიციატივა კი ოჯახისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, სოფი კარმასინს ეკუთვნის. დღემდე ავსტრიაში თამბაქოს შეძენა 16 წლამდე მოზარდებს ეკრძალ...
გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფარი 260-ზე მეტმა თურქმა სამხედრო მოსამსახურემ და დიპლომატმა ითხოვა. ამის შესახებ გამოცემა „შპიგელი“ იტყობინება. ამავე ინფორმაციით, იმიგრაციისა და ლტოლვილთა საკითხების სამსახურს ჯერჯერობით არცერთი მათგანის თხოვნა არ დაუკმაყოფილებია. გერმანიაში თურქეთს ყველაზე დიდი დიასპორა ჰყავს....
რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრ ნოვაკის განცხადებით, რუსეთმა შეამცირა ნავთობის მოპოვება. კერძოდ, მინისტრის თქმით, ოპეკის შეთანხმების ფარგლებში რუსეთის ფედერაციამ 200 ათასი ბარელით/დღე-ღამეში შეამცირა ნავთობის მოპოვება. როგორც ნოვაკმა აღნიშნა, მიმდინარე წლის იანვრისა და თებერვლის თვეებში ნავ...
ლიბიაში უმსხვილეს ნავთობსაბადოზე ნავთობის მოპოვება შეჩერდა, რის შედეგადაც ქვეყანაში ნავთობის წარმოება 20%-ით დაეცა. შედეგად ლიბიაში ნავთობის მოპოვება შემცირდა 700 ათასიდან 560 ათას ბარელამდე/დღე-ღამეში. მოპოვების შეჩერების მიზეზად დასახელდა ნავთობსადენის დახურვა, რომლიდანაც ხდება ნავთობის მიწოდება შარარას ნავთობსაბადოდან ქალაქ ეზ...
დონალდ ტრამპი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ახლადგამოცემული კანონის ხელმოწერის ცერემონიალზე მან დარბაზიდან გასვლა იჩქარა. პრეზიდენტი ოვალური კაბინეტიდან ისე გავიდა, რომ დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია. მას ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი დაედევნა და შეახსენა, რომ დოკუმენტი ხელმოსაწერი იყო, მაგრამ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ...
ივანკა ტრამპი და მისი ქმარი ჯერედ კუშნერი 740 მილიონამდე დოლარის ღირებულების აქტივებს ფლობენ. საგადასახადო დეკლარაცია ტრამპის ქალიშვილის მეუღლემ შეავსო, რომელიც თეთრი სახლის ლიდერმა საკუთარ მრჩევლად დანიშნა. დოკუმენტის თანახმად, ივანკა ტრამპის პარფიუმერული და ტანსაცმლის ბიზნესი 50 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ი...
ხანმოკლე ჩავარდნის შემდეგ ფრანსუა ფიიონის რეიტინგმა ისევ მოიმატა. სოციოლოგიური გამოკითხვა ბი-ვი-ეი-სეირსფორსმა ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებით, რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატს მხარს ამომრჩეველთა 19 პროცენტი უჭერს. ერთი კვირის წინ ეს მაჩვენებელი 17 პროცენტს არ აღემატებოდა. რეიტინგის ლიდერი საფრანგე...
ანგელა მერკელმა ლტოლვილებს გერმანული კანონებისა და ღირებულებების პატივისცემისკენ მოუწოდა. ინტერვიუ გერმანიის კანცლერმა სირიელ ჟურნალისტს, ჰამდი ალ-კასარს მისცა. „ადამიანები, რომლებიც ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფებიან, ადგილობრივი წეს-ჩვეულებებითა და კანონებით უნდა დაინტერესდნენ. შეიძლება მათთვის ბევრ...
ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები მოსულის მცხოვრებლებს ქალაქიდან გასვლის საშუალებას არ აძლევენ. გენერალ ალ-ჰავაჯის განცხადებით, ერაყის სახელისუფლო ძალებს მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით დერეფნები აქვთ გახსნილი, თუმცა ისლამისტები ადგილობრივ მცხოვრებლებს ზურგში ესვრიან. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქალაქიდან გასვლ...
მოსულის გათავისუფლების ოპერაცია გაზაფხულის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ ერაყის ფედერალური პოლიციის ბრიგადის გენერალმა შაკერ ალ-ჰავაჯიმ განაცხადა. ამ დროისათვის შეტაკებები მოსულის დასავლეთ ნაწილში მიმდინარეობს. ისლამისტებისგან ქალაქის გათავისუფლების ოპერაცია ერაყის არმიამ 19 თებერვალს დაიწყო. ...
29 მარტს, სან ფრანცისკოში, ერთ-ერთ უძველეს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში, „თანამეგობრობის კლუბში“ გაიმართა დისკუსია საქართველოს შესახებ, რომელსაც დაესწრნენ აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გიორგი ციკოლია და ინოვაციებისა...
დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მცენარეთა მავნებლის - აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების განსახორციელებლად სწავლების მორიგი ეტაპი იმერეთის, გურიის, სამეგრელოსა და აჭარის სპეციალისტებისთვის სამეგრელოში გაიმართა. წამყვანი ამერიკელი ენტომოლოგების მონაწილეობით, ანაკლიის სოფელ დარჩელში თხილის პლანტაციაში მავნებლის დამჭერი...
ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში მცხოვრებ ასირიელ მოსახლეობას ხაბ-ნისანის დღესასწაულს ულოცავს. "გაზაფხულის დადგომისა და ბუნების გამოცოცხლების, სიყვარულისა და განახლების - ამ ლამაზ დღესასწაულს ვულოცავ საქართველოს ყველა ასირიელ მოქალაქეს და ვუსურვებ, რომ ეს ახალი წელი ყოფილიყოს მათთვის მშვიდობის...
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დელეგაციის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დასრულდა. ქართული დელეგაციის წევრები, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის ხელმძღვანელობით, ფედერაციის აუდიტის სამსახურს პრეზიდენტს კაი შელერს შეხვდ...