ლიბიაში უმსხვილეს ნავთობსაბადოზე ნავთობის მოპოვება შეჩერდა, რის შედეგადაც ქვეყანაში ნავთობის წარმოება 20%-ით დაეცა.
შედეგად ლიბიაში ნავთობის მოპოვება შემცირდა 700 ათასიდან 560 ათას ბარელამდე/დღე-ღამეში. მოპოვების შეჩერების მიზეზად დასახელდა ნავთობსადენის დახურვა, რომლიდანაც ხდება ნავთობის მიწოდება შარარას ნავთობსაბადოდან ქალაქ ეზ-ზავიაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში.
მილსადენის დახურვის მიზეზი ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.