2017 წლის 31 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა „სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს პარლამენტში 2016 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში შეიტანა. ანგარიში მიმოიხილავს ადამიანის უფლებათა ფართო სპექტრს, გა...
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეებისთვის იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა. დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და ეროვნული არქივის ერთობლივ პროექტში ...
ხუან მატა მანჩესტერ იუნაიტედს ვეღარ დაეხმარება. პრემიერ-ლიგის 30-ე ტურამდე ერთი დღით ადრე ფეხბურთელს საზარდულის ოპერაცია გაუკეთეს. როდის შეძლებს ის თამაშის გაგრძელებას, ჯერჯერობით უცნობია. მანჩესტერ იუნაიტედს ტრავმის გამო ფილ ჯონსი, კრის სმოლინგი და პოლ პოგბაც გამოაკლდნენ. დისკვალიფიკაციის გამო ვესტ ბრომვიჩთან ვერც ანდერ...
სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ქალი წევრები რუსუდან კერვალიშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „ჩვენ, სხვადასხვა პოლიტიკურ პლატფორმაზე მყოფი ქალები შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს...
როჯერ ფედერერი მაიამის ღია პირველობის ფინალში გავიდა. შვეიცარიელმა ნახევარფინალში ავსტრალიელი ნიკ კირიოსი დაამარცხა. შეხვედრა 7:6 (11:9), 6:7 (9:11), 7:6 (7:5) დასრულდა. ფინალში ფედერერი რაფაელ ნადალს დაუპირისპირდება.
ბობ დილანმა დღეს შესაძლოა ნობელის პრემია მიიღოს. მუსიკოსი შვედეთის დედაქალაქში კონცერტებს გამართავს. საგასტროლო ტურნეს ფარგლებში მას პრესტიჟული ჯილდო და დიპლომი გადაეცემა. რაც შეეხება ფულად ჯილდოს, მუსიკოსი 8 მილიონ შვედურ კრონს მანამდე ვერ მიიღებს, სანამ ნობელის წესდებით გათვალისწინებულ ლექციას არ მოაწყ...
უკრაინის პრეზიდენტმა საშემოსავლო დეკლარაცია გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს პოროშენკოს შემოსავალმა 12 მილიონი გრივენი შეადგინა. აქედან 366 342 გრივენი უკრაინის ლიდერმა ხელფასის სახით მიიღო, 12 მილიონი გრივენი კი მას ანაბარზე პროცენტის სახით აქვს მიღებული. მის მფლობელობაშია კიევის სახლი 1300 კვად...
ნადეჟდა სავჩენკო საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ყოფილმა სამხედრო მფრინავმა და რადას მოქმედმა დეპუტატმა ესტონურ გამოცემა „პოსტთაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „არანაირი შანსი მოქმედ პრეზიდენტს მეორე ვადით არჩევის არ აქვს და...
თურქული სამხედრო შენაერთები ჩრდილოეთ სირიას არ დატოვებენ. ამის შესახებ დასავლური მედია თურქეთის შეიარაღებული ძალების სამეთაურო შტაბის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება. ოპერაცია „ევრფრატის ფარის“ დასრულების შესახებ პრემიერმა ილდირიმმა გასულ კვირას განაცხადა, თუმცა ჩრდილოეთ სირიიდან ჯარების გაყვანის შესახებ...
სომხეთში ე.წ. სიჩუმის დღე გამოცხადდა. საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება აეკრძალათ. საკანონმდებლო ორგანოს სომხეთი ხვალ აირჩვს. პირველად ქვეყნის ისტორიაში, საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდება. მომავალ საკანონმდებლო ორგანო...
პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლის შემდეგ საპარლამენტო დებატები გაიმართება. საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობაში შემავალ ფრაქციებს დებატებისთვის 10-10 წუთი გამოეყოფა, ხოლო სხვა ფრაქციის წარმომადგენლები რეგლამენტით გათვალისწინებულ 15 წუთს გამოიყენებენ. პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური გამოსვლა 7 აპ...
300-წლოვანი ტიტას ხე, რომელიც მახინჯაურში, ზღვის სანაპიროდან რამდენიმე მეტრში წყალში იყო გაჩერებული, უკან ხმელეთზე დააბრუნეს. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ხის გადატანის დროს კომპანია გზას, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის ხეების გადატანის დაკვეთას ასრულებს, ტექნიკური პრობლემები შეექმნა. ბარჯა ნახევარ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.დ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარები...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დღეს ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში ვიზიტს იწყებს. ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 1-5 აპრილს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 136-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საპარლამენტო დელეგაციის ორმხრივი შეხვედრები ...
პამელა ანდერსონი ჯულიან ასანჟს სიყვარულში გამოუტყდა. „ჯულიანს უნდა მსოფლიო თავისუფალი გახადოს. მისი ბრძოლა რომანტიკაა და ამის გამო მის მიმართ დიდ სიყვარულს განვიცდი,“-წერს 49 წლის ამერიკელი მოდელი სოციალურ ქსელში. სკანდალური ვებ-გვერის, ვიკილიკსის დამფუძნებელი 2012 წლიდან თავს ლონდონში ეკვადორის საელჩოს აფარებს....