ENG / RUS       12+

ყველა სიახლე

  • ილდირიმმა ზიგმართან შეხვედრა გააუქმა

    ილდირიმმა ზიგმართან შეხვედრა გააუქმა

    თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გააუქმა. ამის შესახებ გამოცემა Cumhuriyet იტყობინება. ზიგმარ გაბრიელმა შეხვედრა უკვე გამართა თურქ კოლეგა მევლუთ ჩავუშოღლუსთან. გერმანიის პირველმა დიპლომატმა  ინჯირლიკის სამხედრო ბაზაზე გერმანელი დეპუტატების შეშვე...

    05 ივნისი 2017, 15:24
  • ეგვიპტური ბანკები ყატართან ურთიერთობას წყვეტენ

    ეგვიპტური ბანკები ყატართან ურთიერთობას წყვეტენ

    ეგვიპტური ბანკების დიდმა ნაწილმა ყატართან თანამშრომლობა შეწყვიტა. ამის შესახებ სააგენტო Reuters იტყობინება. დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ 5-მა არაბულმა ქვეყანამ, ბაჰრეინმა, საუდის არაბეთმა, არაბეთის გაერთიანებულმა ემირატებმა და იემენმა ყატარი ტერორისტების მხარდაჭერაში დაადანაშაულა და დოჰასთან დიპლომატიური ურთ...

    05 ივნისი 2017, 15:23
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწები არ უნდა სხვისდებოდეს - დავით ნარმანია

    უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწები არ უნდა სხვისდებოდეს - დავით ნარმანია

    უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწები არ უნდა სხვისდებოდეს, - განაცხადა თბილისის მერმა შესაბამისი საკითხის კომენტირებისას.  დავით ნარმანიას თქმით, უცხოელებზე მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთების თაობაზე შესაბამის გადაწყვეტილებას ამ საკითხზე მომუშავე ჯგუფი მიიღებს.  პოლიტიკურად გა...

    05 ივნისი 2017, 15:08
  • ხვალ, თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტის „სტარტოს“ პრეზენტაცია გაიმართება

    ხვალ, თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტის „სტარტოს“ პრეზენტაცია გაიმართება

    6 ივნისს, 12:00 საათზე გაიმართება თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტის „სტარტოს“ პრეზენტაცია. „სტარტო“ ფიზიკურ პირებს შესაძლებლობას აძლევს ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად, შეიძინონ სასურველი ავტომობილი. მისამართი: თიბისი გალერეა, მარჯანიშვილის #7, მეოთხე სართული

    05 ივნისი 2017, 14:48
  • ფინანსთა სამინისტროში დაწყებული საკადრო ცვლილებები მხოლოდ კარგი დინამიკის მიზნით იქნება მიღებული - ეკა ბესელია

    ფინანსთა სამინისტროში დაწყებული საკადრო ცვლილებები მხოლოდ კარგი დინამიკის მიზნით იქნება მიღებული - ეკა ბესელია

    პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ფინანსთა სამინისტროში დაწყებული საკადრო ცვლილებები, მხოლოდ კარგი დინამიკის მიზნით იქნება მიღებული. მისივე თქმით, გიორგი ბადაშვილი საქმიანობას ძალოვან სისტემაში გააგრძელებს.  "ფინანსთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები დაიწყო,...

    05 ივნისი 2017, 14:42
  • ყატართან დიპლომატიური კავშირი შვიდმა ქვეყანამ შეწყვიტა

    ყატართან დიპლომატიური კავშირი შვიდმა ქვეყანამ შეწყვიტა

    ყატართან დიპლომატიური კავშირი კიდევ ორმა არაბულმა ქვეყანამ გაწყვიტა. იმ არაბული ქვეყნების რიცხვი, რომლებმაც ყატართან დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვიტეს, 7-მდე გაიზარდა. დოჰას წინააღმდეგ სანქციებს ლიბია და მალდივებიც შეუერთდა. მანამდე კატართან დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბაჰრეინმა, საუდის არაბეთმა, არაბე...

    05 ივნისი 2017, 14:41
  • საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობის სულისკვეთება რეალურად იყო ანგარიშსწორება პრეზიდენტ მარგველაშვილზე - აბაშიშვილი

    საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობის სულისკვეთება რეალურად იყო ანგარიშსწორება პრეზიდენტ მარგველაშვილზე - აბაშიშვილი

    პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის,  გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო კომისიის შექმნიდან 6 თვის შემდეგ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობის სულისკვეთება რეალურად იყო ანგარიშსწორება ერთ კონკრეტულ პოლიტიკოსზე - პრეზიდენტ მარგველაშვილზე....

    05 ივნისი 2017, 14:24
  • თუ ჩემი მეუღლის დახმარება სურთ, მოქალაქეობა მას უნდა შესთავაზონ - ლეილა მუსტაფაევა

    თუ ჩემი მეუღლის დახმარება სურთ, მოქალაქეობა მას უნდა შესთავაზონ - ლეილა მუსტაფაევა

    აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს მთავარ განყოფილებაში იმყოფება. მისი თქმით, გუშინ დაუკავშირდნენ და თხოვეს, რომ მოსულიყო. ,,გამოკითხვისთვის არ მოვსულვარ. გუშინ დამიკავშირდნენ და მთხოვეს რომ მოვსულიყავი. როგორც მითხრეს, უსაფრთხოების...

    05 ივნისი 2017, 14:12
  • ხუთმა ქვეყანამ კატართან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა

    ხუთმა ქვეყანამ კატართან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა

    საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ, ბაჰრეინმა, არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა და იემენმა კატართან დიპლომატიური კავშირები შეწყვიტეს და კატარი რეგიონალურ დესტაბილიზაციაში დაადანაშაულეს. მათი განცხადებით, კატარი ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსა და ალ ქაიდას ეხმარება, რასაც თავისმხრივ, ყატარის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს. საუდ...

    05 ივნისი 2017, 14:03
  • პარიზში დრონების ფესტივალი ჩატარდა

    პარიზში დრონების ფესტივალი ჩატარდა

    პარიზმა დრონების ფესტივალს უკვე მეორედ უმასპინძლა. ლონდონის ტერაქტის გამო ფესტივალზე უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იყო გამკაცრებული. ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის 42 უპილოტო აპარატი მონაწილეობდა. საგანგებოდ ფესტივალისთვის  ელისეს მინდვრებზე კილომეტრიანი მონაკვეთი დროებით დაიკეტა. ღონისძიებას 200 ათასამდე სტუმარი დ...

    05 ივნისი 2017, 13:57
  • ესპანეთში პორტის თანამშრომლები გაიფიცნენ

    ესპანეთში პორტის თანამშრომლები გაიფიცნენ

    ესპანეთში პორტის თანამშრომლების სამდღიანი გაფიცვა დაიწყო. გაფიცვის მიზეზი მოსალოდნელი რეფორმებია. ესპანეთის პარლამენტის მიერ შემუშავებული ახალი კანონპროექტით, კომპანიებს სასურველი მუშახელის დაქირავებაზე პროფკავშირებისგან დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უფლება ეძლევათ. ესპანეთის იმპორტისა და ექსპორტის ორი-მესამედი პორტებზე მ...

    05 ივნისი 2017, 13:56
  • Flydubai-მ და Emirates Airlines-მა კატარის მიმართულებით ფრენები შეაჩერეს

    Flydubai-მ და Emirates Airlines-მა კატარის მიმართულებით ფრენები შეაჩერეს

      Flydubai-მ და Emirates Airlines-მა კატარის მიმართულებით ფრენები შეაჩერეს.  უცხოური მედიის ინფორმაციით, დუბაის ავიაკომპანია flydubai 6 ივნისიდან დუბაიდან დოჰადან მიმართულებით ყველა ავიარეისს აუქმებს. ავიაკომპანია იმ მგზავრებს, რომელთაც ბილეთები უკვე შეძენილი აქვთ, მოუწოდებს შესაბამის ტურისტულ...

    05 ივნისი 2017, 13:53
  • პრეზიდენტის გარკვეული დესტრუქციული გეგმები კონსტიტუციის რეფორმის წინააღმდეგ,  შედგა  - ირაკლი კობახიძე

    პრეზიდენტის გარკვეული დესტრუქციული გეგმები კონსტიტუციის რეფორმის წინააღმდეგ, შედგა - ირაკლი კობახიძე

    პრეზიდენტის გარკვეული დესტრუქციული გეგმები კონსტიტუციის რეფორმის წინააღმდეგ შედგა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან განაცხადა. „გარკვეული დესტრუქციული გეგმები შედგა და დაიწყო მათი განხორციელება. რეალურად ეს დაიგეგმა და განხორციელდა სამწუხაროდ პრეზიდენტის და მისი ადმინისტრ...

    05 ივნისი 2017, 13:53
  • საარჩევნო თანასწორობის პრინციპი მყარად იქნება დაცული - ირაკლი კობახიძე

    საარჩევნო თანასწორობის პრინციპი მყარად იქნება დაცული - ირაკლი კობახიძე

    ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბონუსი სამართლებრივი თვალსაზრისით არ ფასდება ნეგატიურად და მისი უფრო ცხადად ფორმულირების თაობაზე იქნება გარკვეული რეკომენდაცია. „ჩვენი მოლოდინია, რომ ბონუსთან დაკავშირებით ნეგატიური შეფასება არ იქნება,“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. &bdqu...

    05 ივნისი 2017, 13:43
  • პოლონეთის შს მინისტრმა ევროკავშირის საიმიგრაციო პოლიტიკა გააკრიტიკა

    პოლონეთის შს მინისტრმა ევროკავშირის საიმიგრაციო პოლიტიკა გააკრიტიკა

    ევროკავშირმა მუსლიმი მიგრანტებს კარი უნდა ჩაუკეტოს. ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარიუშ ბლაშაკმა განაცხადა. „ ბრიუსელის მხრიდან გამოჩენილ პოლიტიკურ კორექტურობას სავალალო შედეგები მოაქვს, რაც ბოლო დროს ევროპაში განხორციელებულმა ტერაქტებმაც ნათლად დაგვანახა,“-აღნიშნა ბლაშაკმა. მისივე თქმით...

    05 ივნისი 2017, 13:40