გულფოსის ჩანჩქერზე დაკარგული 22 წლის ნიკა ბეგაძის ოჯახის წევრები დღეს ისლანდიაში ჩავლენ.
გაუჩინარებული ქართველის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ნიკა ბეგაძე 19 ივლისს გაუჩინარდა. სავარაუდოდ, ის სათევზაოდ იყო წასული, რადგან მის მანქანასთან ნაპოვნია ანკესები და კუთვნილი ნივთები.