უიშვიათესი ბრილიანტი „ვარდისფერი ვარსკვლავი“ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ქვად შეფასდა. ჰონგ კონგურმა კომპანიამ Chow Tai Fook Jewellery 59,6 კარატიანი ბრილიანტი 71 მილიონ დოლარად შეიძინა. ძვირფასი ქვა 1999 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აღმოაჩინეს.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტვირთების კონტროლზე, კომენტარი გააკეთა საქართველოში შვეიცარიის ელჩმა. მისი თქმით, შვეიცარია მხოლოდ მედიატორის როლს ასრულებს. როგორც ცნობილია, რუსეთი ამ დრომდე არ თანხმდება 2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას."შვეიცარია მხოლოდ მედიატორის როლს ასრულებს. ტვირთებ...
„მდგომარეობა კატასტროფულია იმ კუთხით, რომ შს მინისტრის პირველ მოადგილეს თავს ესხმიან,“ - ასე აფასებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი, გელა ხვედელიძეზე თავდასხმის ფაქტს. მისი თქმით, „ეს ფაქტი ძალიან ბინძურია“, რომელიც საგამოძიებო უწყებებმა მალე უნდა გამოიძი...
გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციების გატანისას, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა, დახლების ქვეშ, გაფუჭებული და ვადაგასული საკვები პროდუქტები აღმოაჩინეს. კერძოდ, საუბარია ხორცზე, ყველსა და კვერცხზე, რომლებსაც მოვაჭრეები აღნიშნულ ტერიტორიაზე ყიდიდნენ. აღსანიშნავი...
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა: ზურაბ ქადაგიძემ და ჯაბაჯიშკარიანმა, ასევე წარმომადგენლობითი ორგანოს აპარატის თანამშრომლებმა მინი-ფეხბურთში სამოყვარულო ტურნირის „ნატოს თასი-2017“ ფარგლებში გამართულ პირველოფიციალურ მატჩში მიიღეს მონაწილეობა. ამხანაგური მატჩი წარმომადგენლობითი ორგანოსა და საქართველოს ძეგლთა დაცვისა დაკულტურის სამინისტროს გუნდებს შორის ოლიმპიურ ქალაქში გაიმართა და საკრებულოსგუნდის სასარგებლოდ 4-1 დასრულდა. როგორც შეხვედერის დასასრულს აღინიშნა, საკრებულოს სამოყვარულო ფეხბურთის გუნდი 6 აპრილს საქართველოს გარემოს ...
დეპუტატები სესიაზე დღეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვის შესახებ იმსჯელებენ. ცვლილებები თამბაქოს შესახებ კანონში შედის, რომლის მიხედვითაც, კანონის დარღვევის შემთხვევაში, დაწესებულების მეპატრონე 500-დან 5 ათას ლარამდე დაჯარიმდება. ასევე საუბარია ყველა სახის რეკლამის აკრძალვაზე, მათ შორის ბ...
ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი ექსპერიმენტი ჩაატარა. საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა იაპონიის მიმართულებით გაუშვეს, თუმცა მან იაპონიის აკვატორიამდე ვერ მიაღწია და ნეიტრალურ წლებში ჩავარდა. 60 კილომეტრიანი დისტანცია რაკეტამ 9 წუთში დაფარა.
ავსტრალიის პოლიციამ კრისტალური მეტამფეტამინის მსხვილი პარტია ამოიღო. 903 კილოგრამი ფსიქოსტიმულატორული საშუალება გემზე კონტეინერში იყო ჩამალული. ნარკოტიკის საერთო ღირებულება 680 მილიონ დოლარს აჭარბებს. დაკავებულია მელბურნის ორი მცხოვრები, რომლებიც ნარკოტიკების შეტანაში არიან ეჭვმიტანილებილი. კრისტალური მე...
სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების გამო შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში სპეციალური რეზოლუცია შეიტანა. მომხდარზე პასუხისმგებლობას უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი 3 ქვეყანა ბაშარ ასადს აკისრებს. ავიადარტყმები ხან-შეიჰუნის რაიონზე გუშინ დილით განხორციელდა. ქალაქი, რომელსაც ამ...
„მე გამწირა შოთაძემ და მღებრიშვილმა,“- ეს განცხადება ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების ყოფილმა უფროსმა ლაშა კვირკვაიამ გადაცემა "არჩევანის" ეთერში გააკეთა. მან ადვოკატ გიორგი მდინარაძის განყოფილების ცემის ფაქტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ საქმის ჩასაფარცხად გამოიყენეს და სტრუქტურას ჩამოაშორე...
დღეს, გადაცემა "არჩევანის" ეთერში გაზეთ "ქრონიკა+"-ის რედაქტორმა ელისო კილაძემ მის ერთერთ ინფორმატორზე ისაუბრა. მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძე არაფერ შუაშია და მისი წყარო ამჟამინდელი მთავრობის ერთერთი წევრია. "არსებობდა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ "ქრონიკა+"-ში გამოქ...
12 აპრილიდან Ukraine International Airlines-ი (FlyUIA) თბილისი-ხერსონის მიმართულებით ავიარეისებს იწყებს, რომელიც კიევის გავლით განხორციელდება. FlyUIA-ს საქართვველოს წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ მიმართულებაზე ავიაბილეთის ღირებულება (ორი გზა) 247 ევროდან იქნება. აღნიშნული ფასი მოიცავს აეროპორტის მოსაკრე...
გელა ხვედელიძის მეუღლემ, მარეხ ფერაძემ გადაცემა „არჩევანის“ ეთერში თავდასხმის ქრონოლოგია გაიხსენა. მისი თქმით, თავდამსხმელებმა იცოდნენ მისი ოჯახის წევრების მოძრაობის გრაფიკი და სწორედ ამიტომ ელოდნენ იმ დროს, როდესაც ხვედელიძე მარტო გამოვიდოდა სახლიდან. „გელა გამოვიდა 2 წუთით ადრე, ჩვენ მი...
პოლიციის ცემასა და ცივი იარაღის ტარებაში ბრალდებული გიორგი ცომაია სასამართლოს სამივე ინსტანციამ უდანაშაულოდ სცნო. პროკურატურას ცომაიასთვის კომპენსაციის სახით 19572 ლარის გადახდა დეკისრა. ამის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება ცომაიამ რამოდენიმე დღის წინ ჩაიბარა. მისი მტკიცებით, პოლიციის განყოფილებაში სამართა...
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკითხვის თანახმად, იმ ამომრჩევლებს შორის, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აპირებენ მონაწილეობას, 30% მმართველ პარტიას - ქართულ ოცნებას უჭერს მხარს, 15%-ენმ-ს, ხოლო ევროპულ საქართველოს - 8%. აღსანიშნავია, რომ კვლევის საველე სამუშაოები ენმ-ის გაყოფიდან დაახლოებით ერთ თ...