რუსთაველის გამზირის N32–ში ხანძარი გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე ორი სახანძრო–სამაშველო ბრიგადა იმყოფებოდა. მათივე ცნობით, ცეცხლი 10–15 კვ. მეტრ ფართობზე გავრცელდა.
მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან მოხუცი ქალი გამოიყვანეს.
ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.