პირველად საქართველოში, პოლონურ-ქართული სავაჭრო და ეკონომიკური პალატა შეიქმნა. პალატის შექმნაში, მონაწილეობა მიიღო, სხვადასხვა სექტორში არსებულმა 20-მა პოლონურმა და ქართულმა ორგანიზაციამ. პროცესებში ჩართული იყო, როგორც პოლონეთის საელჩო საქართველოში, ასევე საქართველოს საელჩო პოლონეთში. სავაჭრო პალატის პარტნიორე...
ისრაელის უსაფრთხოების სამსახურმა ორი ახალგაზრდა ქალი დააკავა, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირსა და ტერაქტის დაგეგმვაში არიან ეჭვმიტანილები. დაკავებულები ისრაელის მოქალაქეები არიან. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ანა დოლიძის კანდიდატურას წარადგინა. ანა დოლიძე აღნიშნულ პოსტზე ვახტანგ მჭედლიშვილს შეცვლის, რომელსაც 4 - წლიანი უფლებამოსილების ვადა 16 იანვარს ეწურება. ანა დოლიძე ამ დრომდე პრეზიდენტის საპარლამენტო მდი...
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ ნარკოპოლიტიკის თემაზე ბრიფინგი გამართა.ჯავახაძის თქმით, ნარკოდანაშაულის არსებული სტატისტიკა და ფაქტები ცალსახად მიუთითებს, რომ ამ პრობლემის მოგვარების დროში გახანგრძლივება რეალობას კიდევ უფრო გაამწვავებს. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ნარკოპოლიტიკა კომპლექსური თემაა,...
გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში შესვლის შემდეგ, სტრასბურგში მინისტრთა კომიტეტს გადაეგზავნება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. მისივე თქმით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს უკრაინა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე, ეს სუვერენული სახელმწიფოს გადასაწ...
"შეწყალების შესახებ პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლება ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ მას აქვს ეს უფლება და არა იმას, რომ მისი გადაწყვეტილება, შეიწყალოს მსჯავრდებული, კონტროლს არ ექვემდებარება", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის გამოტანილი გ...
95 წლის ასაკში ისტორიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე გარდაიცვალა. მარიკა ლორთქიფანიძე იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი (1993), აკადემიკოსი. საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1975), ივ. ჯავახიშვილის (1976), ნ. ბერძენიშვილის (1980) სახელობის და საქართველოს სა...
თემირლან მაჩალიკაშვილის მისაღებად მზადყოფნა თურქეთის ორმა კლინიკამ გამოთქვა, - განაცხადა ჟურნალისტებთან წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა ზაზა ლურსმანაშვილმა. მისი განმარტებით, ამ ორი კლინიკიდან ერთი არის საქართველოს ჯანდაცვის მიერ მოძიე...
ამერიკის შეერთებულ შტატები ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია და ძალიან მნიშვნელოვანია, ის წარმატებები, რაც ჩვენ გვაქვს პოლიტიკურ სფეროში, ავსახოთ ორმხრივ ეკონომიკურ განვითარებაზე“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, იან კელისთან გამართულ შე...
თბილისის საქალაქო სასამართლოში მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის, ოთარ აბესაძის სასამართლო პროცესი გაიმართა. დღეს ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხა. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს“ აბესაძის ადვოკატმა, ნონა ფილაურმა განუცხადა. „ორი მოწმე დაიკითხა, ისინი მერიის სამსახურის სპეციალისტები არიან. სწორედ მათ მიიღე...
პაპუა-ახალ გვინეაში მოქმედმა ვულკანმა გაიღვიძა. კადოვარის კრატერიდან ვულკანური ფერფლი იფრქვევა. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. სახიფათო ტერიტორიიდან უკვე გაიყვანეს 500-მდე ადამიანი. ისინი დროებით თავშესაფრებში იმყოფებიან.
ავღანეთში ქუნარის პროვინციაში სახელისუფლო ძალებმა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ 15 წევრი მოკლეს, 20-მდე ისლამისტი კი მძიმედ დაჭრეს. ამის შესახებ TOLO News იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები ქალაქ ჩავკაის მახლობლად უშიშროების ძალების საგუშაგოს დაესხნენ...
„პაატა ბურჭულაძე ჩვენებას აუცილებლად სასამართლოში მისცემს, რადგან ფიქრობს, რომ ფონდ „იავნანასთან“ დაკავშირებული პროცესები, ასე უფრო გამჭირვალედ წარიმართება“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ ბურჭულაძის ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა. ბურჭულაძე სასამართლოში დღეს უნდა დაკითხულიყო, თუმცა, გამომ...
ლიბიის სანაპიროებთან 200-ზე მეტი მიგრანტი დააკავეს. ამის შესახებ ლიბიის სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ეიუბ ქასიმმა განაცხადა. გემი, რომელზეც მიგრანტები იმყოფებოდნენ, ლიბიის დასავლეთში მდებარე ქალაქ ქარაბულის მახლობლად დააკავეს. ასევე ნაპოვნია ორი გვამი. გარდაცვალების მიზეზ...
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპაში ჩასული ლტოლვილები სინამდვილეში მუსლიმი დამპყრობლები არიან და უნგრეთი მომავალში მიგრანტების მიღებას არ აპირებს. „ჩვენ არ მივიჩნევთ ამ ხალხს მუსლიმ ლტოლვილებად. ჩვენ მათ დამპყრობლებად მივიჩნევთ. ჩვენ არ ვაპირებთ მათ მიღებას და მოვუწოდებთ ე...