რუსთავში, მეგობრობის გამზირზე „ექსპრესს ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღება სცადეს.
არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი ბანკში ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა.
შეიარაღებული პირი დაცვის სამსახურმა დააკავა, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცველებიც მივიდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნიბით, პირი ცხელ კვალზე, ადგილზე დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.