22 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლიეტვუას რესპუბლიკას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ლიეტვუას პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან და სიტყვით გამოსვლა პრეზიდენტ ვალდას ადამკუსის ყოველწლიური კონფერენციის გახსნაზე. საქართველოს პრეზიდენტის სიტყვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ოკუპაცია და უკანონო ბორდერიზაცია იქნება.