ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვივიან რედინგი სოჭის ოლიმპიადაზე არ გაემგზავრება. ამის მიზეზად რედინგი სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებით რუსულ კანონმდებლობას ასახელებს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
„მე რა თქმა უნდა არ წავალ სოჭმი მანამ ვიდრე უმცირესობებს რუსეთში მათი კანონდებლობის შესაბამისად ექცევიან", _ დაწერა რედინგმა „ტვიტერში" თავის მიკრობლოგზე.
ლუქსემბურგის წარმომადგენელი რედინგი ევროკომისიაში იუსტიციის, ფუნდამენტალურ უფლებებსა და მოქალაქეობის საკითხებს განაგებს.
შეგახსენებთ, რომ სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე გამგზავრებაზე უარი თქვა გერმანიის პრეზიდენტმა იოაჰიმ გაუკმაც.