არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა სამინისტროსა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ეკონომიკურ ანალიზს ავრცელებს
ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასების ცვლილებამ იქონია. აღნიშნულ ჯგუფში ფასები 1,5 პროცენტით გაიზარდა, რაც ნოემბრის თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,44 პროცენტული წილით აისახა. აღსანიშნავია ფასების მატება შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (10,2 პროცენტი) და რძე, ყველი და კვერცხი (3,5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე (-5,7 პროცენტი);
მოცემულ პერიოდში 0,5 პროცენტიანი ფასების მატება დაფიქსირდა ასევე ჯანდაცვაზე. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ნოემბრის თვის ინფლაციაში 0,05 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ჯგუფში ფასები გაიზარდა ფარმაცევტულ ნაწარმზე (1,5 პროცენტი).
2013 წლის ნოემბერში, 2012 წლის ნოემბერთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,6 პროცენტი შეადგინა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში: ფასები გაიზარდა 8,6 პროცენტით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,45 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ჯგუფში ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა თამბაქოს ნაწარმზე (13,8 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: აღნიშნულ პერიოდში ფასები გაიზარდა 3,4 პროცენტით, შესაბამისად ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში შეადგინა 0,29 პროცენტი.
ფასები გაიზარდა საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთებზე (7,3 პროცენტი), საცხოვრებლის ფაქტიურ გადასახადზე (3,9 პროცენტი);
ტრანსპორტის ჯგუფში შემავალ საქონელზე (მომსახურებაზე) ფასები შემცირდა 3,2 პროცენტით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,42 პროცენტული პუნქტი წვლილი შეიტანა.
აღნიშნულ ჯგუფში ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-10,8 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-3,4 პროცენტი).
რთველი 2013
კახეთის რეგიონში 84 კომპანიის მიერ მიღებულმა და გადამუშავებულმა ყურძნის რაოდენობამ, ბოლო ათეული წლების მანძილზე, რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. თუ შარშან ამ რეგიონში კომპანიების მიერ მიღებული ყურძნის რაოდენობა მთლიანობაში 52 000 ტონა იყო, წელს ამ რიცხვმა 88742,0 ტონას მიაღწია.
5 ოქტომბრის მონაცემებით, ყურძნის რეალიზაციის შედეგად, შემოსავლის სახით დაახლოებით 100 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. გასულ წელს ვაუჩერებით 15 000 000 ლარი იყო გაცემული და ინდუსტრიულად გადამუშავდა მხოლოდ 52 000 ტონა ყურძენი. ყურძნის ფასი საშუალოდ 2 ჯერ გაიზარდა.
ექსპორტ-იმპორტი
ოფიციალური ინფორმაციით 2013 წლის ოქტომბრის ჩათვლით ექსპორტის რაოდენობა დაახლოებით 14% მეტია 2012 წლის მაჩვენებელზე რაც გაცილებით მეტია წინა წლების ზრდის მაჩვენებელზე. ამჟამინდელი მონაცემებით ოქტომბრის თვის ჩათვლით ექსპორტმა 2 305 900 000 $ შეადგინა.
იმპორტის რაოდენობა წინა წელთან შედარებით დაახლოებით 5% ნაკლებია და ოქტომბრის თვისთვის 6 284 900 000 $
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2013 წლის III კვარტალში 239 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც ამავე წლის II კვარტალის მაჩვენებელს 3 პროცენტით, ხოლო 2012 წლის III კვარტალის მაჩვენებელს 20 პროცენტით აღემატება.
საგარეო ვაჭრობა
საგარეო ვაჭრობას უარყოფითი სალდო ქონდა 2013 წ. იანვარი-ოქტომბრის თვეებში 3 979 მლნ. აშშ დოლარი თუმცა ეს მაჩვენებელი მკვეთრად ნაკლებია წინა წლებთან შედარებით მაგალითად 2012 წელს ამ მაჩვენებელმა 5 465 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტის მკვეთრ ზრდასთან ერთად სამომავლოდ ექსპერტები ვარაუდობენ ამ მაჩვენებლის კიდევ უფრო შემცირებას და დადებით დისბალანსამდე აწევას.
ზოგადი ანალიზი
დაგეგმილი ეკონომიკური ზრდის ნიშნულის მიუღწევლობის მიზეზად შესაძლებელია ჩაითვალოს ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობის განცდა. თუ გავითვალისწინებთ წინა წლებს, როდესაც ყოველი არჩევნები უკავშირებოდა დაძაბულობასა და ბიზნესზე ზეწოლას, ანალოგიური გარემოების მოლოდინში ბიზნესმენები, ინვესტიციების განხორციელებისგან თავს შეიკავაბდნენ, მაგრამ დღეს არსებული სტაბილური საარჩევნო გარემო ამის საფუძველს არ იძლევა. შესაბამისად, ინვესტიციების სტაბილური შემოდინება ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობის გარანტი უნდა გახდეს. სწორედ სტაბილურობის განცდას შეიძლება მივაწეროთ მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის ტემპები.
უცხო ინვესტიციების მოსაზიდად ხელისუფლებას მეტი ყურადღების გამოჩენა მართებს. მნიშვნელოვანია საზოგადოებას დაუბრუნდეს განცდა რომ მათ მიერ წარმოებული პროდუქცია ღირებული და გაყიდვადია. რაც გამოიწყვევს ადგილობრივი პროდუქტის წარმოების სურვილის სტიმულირებას.
ბოლო პერიოდში მოხმარებისათვის უვარგისი იმპორტიერბული პროდუქტების საბაჟოზე დაკავება, ქართველ მეწარმეთათვის ერთგვარ მამოტივირებელ ძალად უნდა იქცეს, რათა მათ აქცენტი ადგილობრივ ბაზარზე გააკეთონ. აღნიშნული ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების პროდუქტებზე მოთხოვნის გაზრდას. შესაბამისად ადგილობრივმა ბაზარმა მოთხოვნადი პროდუქციის მიწოდება უნდა უზრუნველყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოებულ პროდუქტებზე ფასების მატება გარდაუვალია.