ლიეტუვის სეიმმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სოციალური დაცვისა და შრომის ყოფილი მინისტრის, ინგა რუგინენეს კანდიდატურა დაამტკიცა.
რუგინენეს მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 35, ხოლო 14-მა თავი შეიკავა.
რუგინიენე თანამდებობას მას შემდეგ დაიკავებს, რაც პრეზიდენტი ხელს მოაწერს მისი პრემიერ-მინისტრის დანიშვნის შესახებ ბრძანებულებას და სეიმში ფიცს დადებს ახალ მინისტრთა კაბინეტთან ერთად.
რუგინენეს მინისტრთა კაბინეტისა და სამთავრობო პროგრამის წარსადგენად 15-დღიანი ვადა აქვს.
ლიეტუვაში ახალი კოალიციის ფორმირება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ივლისში პრემიერ-მინისტრი გინტაუტას პალუცკასი ბიზნესკავშირების სკანდალის გამო თანამდებობიდან გადადგა.